მელუხა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელუხა — ძველი ქვეყანა ახლანდელი სომალისა და იემენის ტერიტორიაზე. იხსენიება ძვ. წ. III-II ათასწლეულის ლურსმულ ტექსტებში. სარგონ დიდი (ძვ. წ. XXIV საუკუნე) წარწერებში სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი ქვეყნის ნავსადგურებში შემოდიან მელუხას, მაგანისა და თილმუნის ხომალდები. ლაგაშის ენსის, გუდეას (ძვ. წ. XXII ს. II ნახევარი) წარწერების ცნობით, მელუხიდან შუამდინარეთში შეჰქონდათ სამშენებლო ხე-ტყე და ქვა, სარდიონი, სპილენძი, ტყვია და ოქრო. მელუხასთან ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ ძველ ბაბილონელებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება]