პეტრე მელიქიშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე მელიქიშვილი
Petre Melikishvili (1850-1927).jpg
პეტრე მელიქიშვილი, 1918 წ.
დაბადების თარიღი:

29 ივნისი/11 ივლისი

დაბადების ადგილი:

1850, თბილისი

გარდაცვალების თარიღი:

23 მარტი, 1927

გარდაცვალების ადგილი:

თბილისი

სამეცნიერო სფერო:

ქიმია

პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი (დ. 29 ივნისი/11 ივლისი, 1850, თბილისი ― გ. 23 მარტი, 1927, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1918) და ამავდროულად 1918 წლიდან 1927 წლამდე ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

პეტრე მელიქიშვილი დაიბადა ქართველი კათოლიკეების ოჯახში. 1868 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია, 1872 წლიდან სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1873 წლიდან იყო ევროპაში, ეცნობოდა ლოთარ მაიერისა და იოჰანეს ვილიცენუსის ლაბორატორიებს და იქ მიმდინარე სამუშაოებს. 1881 წელს გახდა ქიმიის მაგისტრი ნოვოროსიის უნივერსიტეტში, 1885 წელს დოქტორი. ერთი წლით ადრე, 1884 წელს დაწყებული საქმიანობა გააგრძელა, როგორც დოცენტმა, ხოლო სადოქტოროს დაცვის შემდეგ როგორც პროფესორმა. 1885-1917 წწ. მელიქიშვილი იყო ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის აგრონიმიული ქიმიის კათედრის პროფესორი. მელიქიშვილი იყო პირველი, რომელმაც მიიღო

პეტრე მელიქიშვილი ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი სტუდენტებთან

ორგანულ ნაერთთა კლასი, რომელთაც გლიციდმჟავები უწოდა. მელიქიშვილმა თავის მოსწავლე ლევ პიზარჟევსკისთან ერთად მიიღო ზოგიერთი ელემენტის (U,Nb,Ta,W,Mo,B,Ti,V) ზემჟავები. მათ ასევე აჩვენეს, რომ წყალბადის ზეჟანგის მრავალი სავარაუდო ფორმულიდან ყველაზე სწორი და მისაღებია H-O-O-H. მელიქიშვილი იყო პირველი ვინც მიიღო ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბორატი. ივანე ჯავახიშვილთან ერთად პეტრე მელიქიშვილი იყო ერთ-ერთო მთავარი ფიგურა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

1900 წელს მელიქიშვილმა ლევ პიზარჟევსკისთან ერთად მიიღო პეტერბურგის აკადემიის უმაღლესი ჯილდო, ლომონოსოვის პრემია მონოგრაფიისთვის ზემჟავებისა და ზეჟანგების შესახებ, რომელიც 1899 წელს გამოსცა. ამ შრომას მაღალი შეფასება მისცა დიმიტრი მენდელეევმა, ხედავდა რა მასში საკუთარი (და აგრეთვე მენდელეევისგან დამოუკიდებლად მომუშავე ლოთარ მაიერის) სისტემის მტკიცე დასტურს. 1927 წელს მელიქიშვილი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] ლიტერატურა


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე