მელიის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელიის კუნძულები

კუნძული უნალაშკა
გეოგრაფია
მდებარეობა ბერინგის ზღვა
კოორდინატები 53°47′ ჩ. გ. 166°35′ დ. გ. / 53.783° ჩ. გ. 166.583° დ. გ. / 53.783; -166.583
კუნძულთა რაოდენობა 13
მთავარი კუნძული უნიმაკი
ფართობი 9200 კმ²
უმაღლესი წერტილი 2857 მ

მელიის კუნძულები (ინგლ. Fox Islands) — კუნძულთა ჯგუფი ალეუტის არქიპელაგში. ეკუთვნის აშშ-ის ალასკის შტატს. მოქცეულია აღმოსავლეთით ისანოცკისა და დასავლეთით სამალგის სრუტეებს შორის. ფართობი 9200 კმ². აერთიანებს დიდ ვულკანურ კუნძულებს: უმნაკს, უნალაშკასა და უნიმაკს, პატარა კუნძულებსა და მრავალრიცხოვან კლდეებს. უმაღლესი წერტილია ვულკანი შიშალდინი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 2857 მ და განლაგებულია კუნძულ უნიმაკზე. აღსანიშნავია ვულკანები: მაკუშინი და ოკმოკი. კუნძულები მეჩხრად არის დასახლებული. სახელწოდება მიიღო იმ პერიოდში კუნძულებზე მობინადრე მელიების სიმრავლის გამო. განვითარებულია თევზის რეწვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]