მელია (ბოტანიკა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელია
Melia azedarach
Melia azedarach
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Sapindales
ოჯახი: მელიისებრნი
გვარი: მელია
ლათინური სახელი
Melia

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მელია (Melia) — მცენარეთა გვარი მელიისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ან ნახევრად მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. 25-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრეთ აზიასა და ავსტრალიაში. ყოფილ სსრკ-ში ბუნებრივად არ იზრდება, კულტურაში უფრო ხშირად გვხვდება Melia azedarach; საკმაოდ ლამაზი, გაშლილვარჯიანი ხეა, რომლის სიმაღლე 12-18 მ აღწევს. მეჩხერ საგველა ყვავილედში თავმოყრილი წვრილი იასამნისფერი სურნელოვანი ყვავილები და ყვითელი მომრგვალო ნაყოფი აქვს. დეკორატიულია. მოშენებულია ყირიმის, კავკასიასა და შუა აზიის ბაღ-პარკებში. კარგად ხარობს საქართველოშიც. ფოთოლსა და ფესვს იყენებენ მედიცინაში. ნაყოფი შხამიანია, მისგან იღებენ ინსექტიციდებს. მოწითალო მერქანს სადურგლო საქმეში ხმარობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 557, თბ., 1983