მეკაკლურები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეკაკლურები
Cynips quercusfolii
Cynips quercusfolii
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: სიფრიფანაფრთიანები
ზეოჯახი: მეკაკლურები
ლათინური სახელი
Cynipoidea

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
[{{fullurl:commons:{{{commons}}}|uselang=ka}} სურათები
ვიკისაწყობში]


მეკაკლურები (ლათ. Cynipoidea), მწერების ზეოჯახი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ვითარდებიან უმთავრესად მცენარეთა ქსოვილებში, უფრო იშვიათად პარაზიტობენ სხვა მწერის სხეულში. მეკაკლურების სიგრძე 1-5 მმ აღწევს. ცნობილია მეკაკლურების 1900-მდე სახეობა. გავრცელებულია უმთავრესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. გალების წარმომქმნელი მეკაკლურები კვერცხებს მცენარის სხვადასხვა ნაწილში დებენ. გამოჩეკილი მატლები გამოყოფენ აუქსინებს და და წარმოქმნიან გალებს. მეკაკლურების მავნებლობა უმნიშვნელოა, მწერების მატლების პარაზიტ მეკაკლურებს კი სოფლის მეურნეობის მავნებელთა (მაგ., კომბოსტოს ბუზი, ხახვის ბუზი და სხვა) განადგურებით სარგებლობა მოაქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 552, თბ., 1983