მეზანინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტრესოლის კონსტრუქცია გამიზნული ინდუსტრიული სასაწყობო ფართის შესაქმნელად.

მეზანინი ან ანტრესოლი (იტალ. mezzanino - შუალედური) არქიტექტურაში შუალედური სართული მოქცეული შენობის ძირითად სართულებს შორის , და, შესაბამისად, ტიპიურად არ ითვლება შენობის სართულების რაოდენობაში. ხშირად მიზანინი დაბალჭერიანია და შიდა აივნის, იარუსის ფორმა აქვს. ამ ტერმინით ასევე მოიხსენიებენ თეატრის ქვედა იარუსს, ან ამ იარუსის სკამების პირველ რამდენიმე რიგს.