მედეა ძიძიგური
მედეა ძიძიგური | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 24 თებერვალი, 1942 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 6 ნოემბერი, 1999 (57 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
მედეა ძიძიგური (დ. 24 თებერვალი, 1942, თბილისი — გ. 1999) — ქართველი მომღერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1989). საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1997).
მედეა ძიძიგურმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. სტუდენტობისას ის მღეროდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.
1963 წლიდან ძიძიგური იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1979–1985 წლებში — საქართველოს ტელერადიოკომიტეტის მუსიკალური რედაქტორი, ხოლო 1994 წლიდან — სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად.
მედეა ძიძიგურს ჰქონდა მეტად კოლორიტული ხმა და შესრულების ორიგინალური მანერა. განსაკუთრებით კარგად ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მომღერალზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი მღერის მედეა ძიძგური[1].
ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1974 — საქართველოს დამსახურებული არტისტი
- 1989 — საქართველოს სახალხო არტისტი[2]
- 1997 — ღირსების ორდენი[3]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მედეა ძიძიგური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მედეა ძიძიგური (1942-1999) დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ geocinema.ge - მღერის მედეა ძიძგური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-05-15.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1989 №6 გვ. 61.
- ↑ მ. ძიძიგურის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
- დაბადებული 24 თებერვალი
- დაბადებული 1942
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 6 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1999
- თბილისში გარდაცვლილები
- ქართველი მომღერლები
- თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- ძიძიგურები