მედგარა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მედგარა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Pulsatilla | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მედგარა (Pulsatilla) — მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ გრძელყუნწიანი ფრთისებრ ან თათისებრ განკვეთილი ფევთანური ფოთლები (ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა და ჩხროსებრ, შეკრებილი). მარტოული, მეტწილად იისფერი, პირისფერი ან ყვითელი ყვავილები. მრავალი თესლურისაგან შემდგარი ნაყოფი. 35-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ზომიერ, სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ცივ სარტყელში. საქართველოში 4 სახეობაა, მათგან ერთი Pulsatilla georgica — ენდემია. იხრდება მთის შუა სარტყლის კლდოვან და ღორღიან ადგილებში, დანარჩენი 3 სახეობა — სუბალპურ და ალპურ მდელოებსა და კლდეებზე. ყველა სახეობა დეკორატიულია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ლაჩაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 537, თბ., 1983 წელი.