Megadeth

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მეგადეზი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Megadeth
Megadeth2010.jpg
Megadeth 2010 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრ(ებ)ი თრეშ მეტალი, მძიმე მეტალი, სპიდ მეტალი
აქტიური 1983–2002
2004–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Combat, Capitol, Sanctuary, Roadrunner
ასოციაციები მეტალიკა, F5, პანიკი, MD.45
საიტი www.megadeth.com
წევრები დეივ მასტეინი
დევიდ ელეფსონი
ყოფილი წევრები იხ.:Megadeth-ის წევრები

Megadeth1983 წელს დაარსებული ამერიკული თრეშ მეტალ ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან, კალიფორნია. ჯგუფი დააარსეს ვოკალისტმა და გიტარისტმა დეივ მასტეინმა და ბასისტმა დევიდ ელეფსონმა მასტეინის მეტალიკიდან წამოსვლის შემდეგ. დაარსებიდან დღემდე ჯგუფმა გამოუშვა თოთხმეტი სტუდიური და ხუთი ცოცხალი ალბომი, აგრეთვე ორი EP, 44 სინგლი, ოცდაცამეტი მუსიკალური ვიდეო და ექვსი კომპილაციური ალბომი.

როგორც ამერიკული თრეშ მოძრაობის ერთ-ერთმა პიონერმა, Megadeth-მა მოიპოვა საერთაშორისო დიდება 80-იან წლებშივე და შეყვანილი იქნა თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში, მეტალიკის, სლეიერის და ანთრაქსის გვერდით, რომლებიც პასუხს აგებდნენ თრეშ მეტალის შექმნაზე, პოპულარიზაციასა თუ განვითარებაზე. ჯგუფმა ბევრი წევრი გამოიცვალა მასტეინის ალკოჰოლისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულობის გამო. დაარსებიდან დღემდე მუდმივი წევრები მხოლოდ მასტეინი და ელეფსონი არიან. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჯგუფმა შეძლო გამოეშვა ოქროსა და პლატინის ალბომები, მათ შორის პლატინის Rust in Peace 1990 წელს და გრემზე ნომინირებული მულტი-პლატინის Countdown to Extinction 1992 წელს. Megadeth დაიშალა 2002 წელს მასტეინის ნერვების და მარცხენა მხარის დაზიანების გამო, თუმცა აქტიური ფიზიო-თერაპიის კურსის შემდეგ მასტეინი გამოჯანმრთელდა და კვლავ შეკრიბა ჯგუფი 2004 წელს. მას მერე გამოუშვეს ალბომები: The System Has Failed და United Abominations (2007 წელს); ალბომები ბილბორდ 200-ში მე-18 და მერვე ადგილებზე მოხვდნენ. 2009 წლის 15 სექტემბერს ჯგუფმა გამოუშვა მეთორმეტე სტუდიური ალბომი Endgame, რომელმაც ბილბორდის საუკეთესო ალბომების ჩარტში მეცხრე ადგილი დაიკავა.

ჯგუფს 25 წლიანი აქტიურობის განმავლობაში 20 ოფიციალური წევრი ჰყავდა, თუმცა მასტეინი ყოველთვის რჩებოდა წამყვან ძალად და სიმღერების მთავარ ავტორად.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Megadeth-ის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Megadeth&oldid=2782429“-დან