მდინარის დელფინისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარის დელფინისებრნი
Lipotes vexillifer
Lipotes vexillifer
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ვეშაპისნაირნი
ქვერიგი: კბილიანი ვეშაპები
ოჯახი: მდინარის დელფინისებრნი
ლათინური სახელი
Platanistidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მდინარის დელფინისებრნი (ლათ. Platanistidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი კბილიანი ვეშაპების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძე 3 მ, მასა 225 კგ აღწევს. კარგად აქვთ განვითარებული სმენა და ექოლოკაცია, სუსტად — მხედველობა. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აზიის მდინარეებში. ოჯახში 4 გვარის 4 სახეობა: განგის დელფინი ანუ სუსუკი (Platanista gangetica), ამაზონის დელფინი ანუ ბოუტო (Inia geofrensis), ჩინური ტბის დელფინი (Lipotes vexilifer) და ლაპლატის დელფინი (Pontoporia blainvillei). იკვებებიან თევზებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]