მდელოს მატკვარცანა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მდელოს მატკვარცანა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Lathirus pratensis | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მდელოს მატკვარცანა (Lathirus pratensis), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს 30-100 სმ სიგრძის აღმამდგომი ან მხოხავი ღერო, მარტივი ან დატოტვილი ულვაშით დაბოლოებული რთული ფოთლები და მტევნებად შეკრებილი, კაშკაშა ყვითელი ყვავილები. გავრცელებულია ევროპაში, მცირე, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, კავკასიაში, ციმბირსა და შუა აზიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება მდელოებსა და ბუჩქნარებში, ყანებში, მთის შუა, იშვიათად ზედა სარტყელში. საქონლის საკვები მცენარეა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ლაჩაშვილი ი., ქსე, ტ. 6, გვ. 529, თბ., 1983
სტატიის