მდადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მდადე, მდადიპატარძლის მაყარი ქალის ქორწილში, „დიაცი სძლის მაყარი“ (საბა). მდადეს ირჩევდნენ ნათესავთა და ახლო მეგობართა წრიდან. ევალებოდა საქორწილო რიტუალის განმავლობაში პატარძალთან ყოფნა და მისი უშუალო მფარველობა. ზოგან მის ფუნქციაში შედიოდა ქორწილის ღამეს ნეფე-დედოფლისათვის ლოგინის გაშლა, დილით კი — ალაგება. მდადე დიდი პატივისცემით სარგებლობდა როგორც ქალის, ისე ვაჟის ოჯახში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]