მბრუნავი მოცეკვავე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მბრუნავი მოცეკვავე (ასევე ცნობილი როგორც სილუეტის ილუზია) კინეტიკური ბისტაბილური ოპტიკური ილუზიაა, რომელიც მნახველს პირუეტის შემსრულებელ მოცეკვავე ქალს აგონებს. ზოგიერთი დამკვირვებლისთვის ფიგურა საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს, ზოგისთვის კი — პირიქით. ამასთან, ფიგურამ შეიძლება უცაბედად მოპირდაპირე მიმართულებით დაიწყოს ბრუნვა. ილუზიას ქმნის ბუნდოვანება, რომელიც სიღრმის ვიზუალური აღქმისთვის საჭირო მინიშნებების არარსებობის შედეგად წარმოიქმნება.
სტატიის