მაჰინდა რაჯაპაკსე
| მაჰინდა რაჯაპაკსე | ||
![]() |
||
| შრი-ლანკის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 19 ნოემბერი 2005 | |
| პრემიერ-მინისტრი | რატნასირი ვიკრემანაიაკე | |
| წინამორბედი | ჩანდრიკა კუმარატუნგა | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 6 აპრილი 2004 – 19 ნოემბერი 2005 | ||
| პრეზიდენტი | ჩანდრიკა კუმარატუნგა | |
| წინამორბედი | რანილ ვიკრემასინგჰე | |
| მემკვიდრე | რატნასირი ვიკრემანაიაკე | |
|
|
||
| დაბადებული | 18 ნოემბერი 1945 ვირაკეტია შრი-ლანკა |
|
| რელიგია | ბუდიზმი | |
მაჰინდა რაჯაპაკსე (ინგლ. Percy Mahendra 'Mahinda' Rajapaksa, დ. 18 ნოემბერი 1945, ვირაკეტია, შრი-ლანკა) - შრი-ლანკის მოქმედი პრეზიდენტი 2005 წლიდან, პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში. თავისუფლების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (პარტია შედის სახალხო ალიანსში).
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა შრი-ლანკის სამხრეთ პროვინციაში. იურისტის ოჯახში, მამამისი იყო პარლამენტის წევრი 1947-1960 წლებში. იურისტის განათლება მიიღო გერმანიის ქალაქ ჰალეს კოლეჯში და შემდეგ კოლომბოს უნივერსიტეტში. 1970 წელს გახდა შრი-ლანკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი. არის მემარცხენე-ცენტრისტი. 1994-2001 წლებში მუშაობდა მთავრობაში. ჯერ ეკავა შრომის მინისტრის თანამდებობა, შემდეგ კი მეთევზეობისა. 2001-2004 წლებში იყო საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი.
2004 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სახალხო ალიანსის გამარჯვების შემდეგ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. პრეზიდენტად აირჩიეს 2005 წელს, მას შემდეგ, რაც შრი-ლანკის უზენაესმა სასამართლომ მოქმედი პრეზიდენტის ჩანდრიკა კუმარატუნგას საპრეზიდენტო ვადა დასრულებულად გამოაცხადა 2005 წელს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- შრი-ლანკის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი
- მაჰინდა რაჯაპაკსეს ოფიციალური საიტი
- საიტი მაჰინდა რაჯაპაკსაზე
| წინამორბედი: რანილ ვიკრემასინგჰე |
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი 2004 – 2005 |
შემდეგი: რატნასირი ვიკრემანაიაკე |
| წინამორბედი: ჩანდრიკა კუმარატუნგა |
შრი-ლანკის პრეზიდენტი 2005 – დღემდე |
შემდეგი: ' |
|
|||||||
