მაჰიდევრან სულთანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჰიდევრან გულბაჰარ სულთანი
ماه دوران گلبهار

დაბადების თარიღი 1498
დაბადების ადგილი ყაბარდო
მოღვაწეობა ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 3 თებერვალი, 1581
გარდაცვალების ადგილი ბურსა, ოსმალეთის იმპერია
დაკრძალვის ადგილი ბურსა, ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მეუღლე სულეიმან I
შვილები მუსტაფა, აჰმედი

მაჰიდევრან გულბაჰარ სულთანი (1498[1]3 თებერვალი 1581, ბურსა, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ის ხარჭა, ჰასეკი სულთანი, პრინც მუსტაფას (1515-1553 წწ.) და აჰმედის (გარდაიცვალა ჩვილი) დედა; თავად ივან ამაშუკის და.

იგი ითვლება ოსმალეთის იმპერიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონად[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მაჰიდევრანი წარმოშობით ჩერქეზული გვარის კანუკოვების შთამომავალი იყო. 1515 წელს მას სულეიმანთან შეეძინა მუსტაფა, რომელიც გახდა ტახტის მემკვიდრე. სულთან სელიმ I–ის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა სტამბოლში.

სულთნის ჰარემში მას ჰყავდა გავლენიანი მოწინააღმდეგე ჰიურემ სულთანი (ევროპაში ცნობილი როგორც როქსოლანა), რომელიც ძალიან მალე გახდა არამარტო სულთნის საყვარელი ხარჭა, არამედ სულთნის საყვარელი მეუღლეც. ჰიურემს სულთანთან შეეძინა ჯერ მეჰმედი (1521-1543 წწ.), ხოლო შემდეგ სელიმი (მომავალი სულთანი). ორ ქალს შორის დაპირისპირებას ახშობდა სულეიმან I-ის დედა აიშე ჰაფსა სულთანი, რომლის გარდაცვალების შემდეგ (1534 წ.) უფრო გამწვავდა მათი მეტოქეობა.

მოგვიანებით სულთანმა მაჰიდევრანი შვილთან ერთად გააგზავნა პროვინციაში. ოსმალური ტრადიციის თანახმად ყველა ტახტის მემკვიდრეს უნდა ემსახურა მანისაში მეფისნაცვლის (სანჯაყ-ბეის) თანამდებობაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს დედაც. მუსტაფა ჯერ გააგზავნეს მანისაში, ხოლო შემდეგ ამასიაში.

1553 წელს მუსტაფა ჩამოახრჩვეს მამის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით. შვილის გარდაცვალების შემდეგ მაჰიდევრანის ცხოვრება საკმაოდ არეული გახდა. იგი გარდაიცვალა 1581 წლის 3 აგვისტოს სულთან სულეიმანის, ჰიურემის და მათი ყველა შვილის გარდაცვალების შემდეგ. დაკრძალულია შეჰზადე მუსტაფას მავზოლეუმში, მურადიეს მეჩეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Selçuk Aksin Somel: Historical Dictionary of the Ottoman Empire, Oxford, 2003, ISBN 0-8108-4332-3,
  • Lord Kinross: The Ottoman Centuries, (Trans. by Nilifer Epçeli) Altın Kitaplar, İstanbul, 2008, ISBN 978-975-21-0955-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]