მაწუხელასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაწუხელასებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Tabanidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მაწუხელასებრნი (Tabanidae) — სისხლმწოვი მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-30 მმ აღწევს. აქვთ მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის ორგანოები. ცნობილია 3000 სახეობა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ში 250-მდე გვზვდება. განსაკუთრებით ბევრია ციმბირის დაჭაობებულ ადგილებში. მაწუხელასებრნი შინაური ცხოველების ექტოპარაზიტებია. სისხლს წოვს მხოლოდ დედალი, მამალი ყვავილის ნექტარით იკვებება. მაწუხელასებრნი შინაური ცხოველებისა და ადამიანის პროტოზოული, ბაქტერიული და ვიტუსული დაავადებების გამომწვევთა გადამტანები არიან. მაგ., გადააქვთ ჯილეხის ბაცილები, ტულარების გამომწვევი, ცხენის ინფექციური ანემიის ვირუსი, ძროხის ტრიპანოსომოზისა და სხვა გამომწვევები.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 6, გვ. 513, თბ., 1983