მაცოხა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაცოხა

მაცოხა (ჩეხ. Macocha) — კარსტული უფსკრული მორავიის კარსტის ფარგლებში (ჩეხეთი). სიღრმე 138 მ. წარმოიქმნა დევონურ კირქვებში გამომუშვებული დიდი კარსტული მღვიმის ჭერის ჩაქცევის შედეგად.

მორავიის ფსკერზე გადის მიწისქვეშა მდინარე პუნკვა, რომელიც წარმოქმნის რამდენიმე ტბას. მაცოხა ტურიზმის ობიექტია (ტარდება ექსკურსიები და სხვ.).

1723 წელს პირველად მაცოხას უფსკრულის ფსკერი ინახულა ლ. შოპერმა. სპელეოლოგიის ისტორიაში პირველად დაფიქსირებული მსოფლიოში ყველაზე ღრმა სიღრმე სწორედ მაცოხაში აღინიშნა[1].

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

ლიტერატურა [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Historique des records de profondeur atteints en cavité naturelle souterraine (მღვიმეებში დაფიქსირებული სიღრმითი რეკორდები).