მაჩერატის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჩერატის პროვინცია
Provincia di Macerata
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი პროვინცია
შედის მარკეს რეგიონში
მოიცავს 57 კომუნას
ადმინისტრაციული ცენტრი მაჩერატა
მოსახლეობა (2001) 301 701 კაცი
სიმჭიდროვე 108,8 კაცი/კმ²
ფართობი 2 774 კმ²
მაჩერატის პროვინცია რუკაზე
სატელეფონო კოდი 0733
საფოსტო ინდექსები 62100
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
MC
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Province of Macerata

მაჩერატის პროვინცია (იტალ. Provincia di Macerata) — პროვინცია იტალიაში, მარკეს რეგიონში. დედაქალაქია მაჩერატა.

პროვინციის ფართობი 2 774 კმ²-ია, რა მხრივაც ის უდიდესია მარკეს რეგიონში. მოსახლეობა 301 701 (2001). შედგება 57 კომუნისგან.

ჩრდილოეთით ესაზღვრება ანკონის პროვინცია, აღმოსავლეთით — ადრიატიკის ზღვა, სამხრეთით — ასკოლი-პიჩენოს პროვინცია, დასავლეთით კი უმბრიის რეგიონი (პერუჯის პროვინცია).

ეკონომიკა[რედაქტირება]

ისევე როგორც დანარჩენ რეგიონში, მაჩერატის პროვინციაში მოღვაწეობს ბევრი პატარა, მაგრამ მაღალსპეციალიზებული კომპანია. მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის ინდუსტრია.

კომუნები[რედაქტირება]

ცხრილში მოცემულია პროვინციის მნიშვნელოვანი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:

პროვინციის ტოპოგრაფიული რუკა
კომუნა მოსახლეობა ფართობი
(კმ²)
სიმაღლე
(მ)
მაჩერატა 43 057 92 315
ჩივიტანოვა-მარკე 40 204 45,8 3
რეკანატი 21 518 102 296
ტოლენტინო 20 378 94,86 230
პოტენცა-პიჩენა 15 889 48,2 237
კორიდონია 15 118 62 261
სან-სევერინო-მარკე 13 288 193 236
პორტო-რეკანატი 12 115 18 5
ჩინგოლი 10 647 147 631
მატელიკა 10 385 81 357

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]