მაჩაბლები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჩაბლები, ფეოდალური საგვარეულო ქართლში, მსხვილი სათავადოს — სამაჩაბლოს მფლობელები. სამევნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება მაჩაბლების ანჩაბაძეთაგან წარმომავლობის შესახებ არ უნდა იყოს სწორი. სხვა თვალსაზრისით, მაჩაბლებთა წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ აზნაური თავხელისძენი. გვარი მაჩაბლები წარმოშობილია სახელი მაჩაბლისაგან, რომელიც მომდინარეობს აჩაბეთიდან. მაჩაბლების დაწინაურება XV საუკუნიდან დაიწყო. შემდეგ მაჩაბლების გვარი თავადურ სახლებად დაიყო: ზაალიშვილებად, გიორგიშვილებად, რევაზიშვილებად, ბორტიშვილებად. პირველი მათგანი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი დიდებული თავადი იყო, ხოლო სხვები მეორე და მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. მაჩაბლების ერთი შტო ახალციხეში გადასულა. მაჩაბლები ქართლის სამეფოს თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედროსა და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. მათ მოლარეთუხუცესის, უზბაშის, მინბაშის და სხვა თანამდებობები ეკავათ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ანდღულაძე ნ., თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976;
  • ლეონიძე გ., ივანე მაჩაბელი, «მნათობი», 1924, №2, 3;
  • ჯანაშია ს., ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
  • გვასალია ჯ., ქსე, ტ. 6, გვ. 509, თბ., 1983