მაშუკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაშუკი

მაშუკი
ხედი ქ. პიატიგორსკიდან
სიმაღლე 993 მ.

მაშუკი, (რუს. Машук), მთა ჩრდილოეთ კავკასიაში, კავკასიის მინერალური წყლების რაიონში, რუსეთში სტავროპოლის მხარეში. სიმაღლე 993 . წარმოადგენს ლაკოლითს, რომლის კრისტალური გული დაფარულია ზედაცარცული და პალეოგენური კირქვებითა და მერგელებით. მთაზე არის ნახშირმჟავა-გოგირდწყალბადიანი წყაროები. მწვერვალი გუმბათისებრი აქვს. სამხრეთ კალთაზეა 20 მ სიღრმის კარსტული შახტი „პროვალი.“ კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. მაშუკის ძირში და კალთებზე გაშენებულია ბალნეოლოგიური კურორტი პიატიგორსკი.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 508