მაქსიმ მრვიცა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქსიმ მრვიცა
Maksim Mrvica
Maksim Mrvica.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 მაისი, 1975 (1975-05-03) (39 წლის)
წარმოშობა შიბენიკი, ხორვატია
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
აქტიური 1999-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Lisinski Studios / EMI Music
საიტი http://www.maksim.co.uk

მაქსიმ მრვიცა (დ. 3 მაისი, 1975) — ხორვატი პიანისტი.

ისტორია[რედაქტირება]

მრვიცამ ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარული 9 წლის ასაკში დაიწყო. სამი წლის შემდეგ მან გამართა პირველი კონცერტი, რომელზეც შეასრულა ჰაიდნის „საფორტეპიანო კონცერტი C მაჟორში“. 1991 წელს ომი დაიწყო, მაგრამ მაქსიმისთვის და მისი პედაგოგისთვის ამას ხელი არ შეუშლია. მიუხედავად საომარი მოქმედებებისა, მაქსიმი განაგრძობდა მეცადინეობას და 1993 წელს მან ზაგრებში გამართული კონკურსი მოიგო.

მაქსიმმა სწავლა განაგრძო ზაგრების მუსიკალურ აკადემიაში. შემდეგ ერთი წელი გაატარა ლისტის აკადემიაში ბუდაპეშტში და ამ ერთი წლის განმავლობაში მან გაიმარჯვა ნიკოლაი რუბინშტაინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში. 2000 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, რათა ესწავლა იგორ ლაზკოსთან და მომდევნო წელს პენტუაზის საფორტეპიანო კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა.

როდესაც ის დაბრუნდა ხორვატიაში მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ის ხშირად ჩანდა ტელევიზორში, ასევე უამრავ ინტერვიუს აძლევდა. მალე მან გამოუშვა ალბომი Gestures, რომელიც გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი კლასიკური მუსიკის ალბომი ხორვატიაში.

საერთაშორისო აღიარება[რედაქტირება]

მაქსიმ მრვიცას მეორე ალბომი The Piano Player, რომელშიც შედიოდა ჰენდელისა და შოპენის ნაწარმოებები, ძალიან წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით აზიაში. სინგაპურში, მალაიზიაში, ინდონეზიასა და ჩინეთში მან ოქროს სტატუსი მოიპოვა, ტაივანსა და ხორვატიაში — პლატინისა, ჰონგ კონგში კი ორმაგი პლატინის.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება]

  • 1999 – Gestures (Lisinski Studios)
  • 2003 – The Piano Player (EMI)
  • 2004 – Variations Part I&II (EMI)
  • 2005 – A New World (EMI)
  • 2006 – Electrik (EMI)
  • 2007 – Pure (MBO)
  • 2008 – Pure II (MBO)
  • 2008 – Greatest Maksim (EMI)
  • 2010 – Appassionata (Universal)
  • 2012 – The Movies (Universal)

ალბომი "Pure II" არასოდეს გამოსულა გაყიდვაში კონტრაქტთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]