მაქსიმო ხერესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქსიმო ხერესი
ნიკარაგუის მე-7 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ივნისი, 1857 – 19 ოქტომბერი, 1857
წინამორბედი უილიამ უოლკერი
მემკვიდრე გრეგორიო ხუარესისა და როსალიო კორტესის ხუნტა

დაბადებული 6 ივნისი, 1818,
ლეონი,ნიკარაგუა
გარდაცვლილი 11 აგვისტო, 1881
ვაშინგტონი, შეერთებული შტატები
მოქალაქეობა ნიკარაგუა
ეროვნება ნიკარაგუელი

მაქსიმო ხერეს ტელერია (ესპ. Máximo Jerez Tellería, დ. 6 ივნისი, 1818, ლეონი - გ. 11 აგვისტო, 1881) ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, იურისტი და სამხედრო ლიდერი მე-19 საუკუნის ნიკარაგუაში. ნიკარაგუის მე-7 პრეზიდენტი ტომას მარტინესთან ერთად.

მაქსიმო ხერესს მიიჩნევენ უდიდეს ლიბერალ მოაზროვნედ ნიკარაგუის ისტორიაში. ხერესი იყო ცენტრალური ამერიკის გაერთიანების მომხრე.

ფრანსისკო კასტელონთან ერთად მომხრე იყო ამერიკელი ავანტურისტის უილიამ უოლკერის ნიკარაგუაში ჩამოყვანისა. 1855 წლის 31 ოქტომბერს იგი, უოლკერის დროებით მთავრობაში, რომელსაც უძღვებოდა პატრისიო რივასი, დაინიშნა ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრად. 1856 წელს იგი წარუმატებლად მონაწილეობდა ნიკარგაუის საპრეზიდენტო არჩევნებში. უოლკერის ინიციატივით პრეზიდენტმა რივასმა 1856 წლის 10 მარტს დანიშნა არჩევნები, თუმცა იმავე წლის 14 მარტს გააუქმა დეკრეტი, რის გამოც ხერესს ურთიერთობა გაუფუჭდა უოლკერთან.

1857 წლის 23 იანვარს ხერესმა კონსერვატორ ტომას მარტინესთან ერთად შექმნა სამთავრობო ხუნტა უილიამ უოლკერის წინააღმდეგ. უოლკერის დამარცხების შემდეგ მათი ხუნტა ხელისუფლებაში მოექცა და თავი გამოიცხადეს ნიკარაგუის რიგით მეშვიდე პრეზიდენტებად. 1858 წელს ხერესი იყო ნიკარაგუის ელჩი კოსტა-რიკაში. აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის დროს მან ხელი მოაწერა ჩანე-შარის შეთანხმებას, რომლის ძალითაც ორ სახელმწიოფს უნდა დაეცვა საზიარო საზღვარი.

1876 წელს სალვადორში მყოფმა ხერესმა მოაწყო ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა პედრო ხოაკინ ჩამოროს ჩამოგდებას. თუმცა ეს ექსპედიცია წარუმატებელი აღმოჩნდა. მაქსიმო ხერესის სახელის უკვდავსაყოფად ქალაქ ლეონში დგას მისი მონუმენტი.