მატოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მატოლა
პორტ. Matola
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია მაპუტუს პროვინცია
კოორდინატები 25°58′00″ ს. გ. 32°28′00″ ა. გ. / 25.96667° ს. გ. 32.46667° ა. გ. / -25.96667; 32.46667
ფართობი 373 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 675 422 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 1810,78 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 1114
ოფიციალური საიტი https://www.pmaputo.gov.mz/por/Ver-Meu-Distrito/Matola
მატოლა — მოზამბიკი
მატოლა

მატოლა (პორტ. Matola) — ქალაქი მოზამბიკის სამხრეთში. შედის მაპუტუს პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქიდან, მაპუტუდან, დასავლეთით 12 კმ-ში. მოსახლეობა — 675 422 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები)[1].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატოლის რაიონზე გადის იმავე სახელწოდების მდინარე, რომელიც ჩაედინება მაპუტუს ყურეში. თვითონ ქალაქი ყურის სანაპიროზეა განლაგებული.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატოლის რაიონული საბჭოს შენობი, 2010 წელი

მატოლა მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს. მისი პორტის გავლით ექსპორტირდება ქრომი, რკინა და სხვა სასარგებლო წიაღისეული სვაზილენდიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბოტსვანასა და ზამბიიდან[2]. პორტის გარშემო მუშაობს სხვადასხვა საქმიანობის კომპანიები, მათ შორის, ფოლადგამომდნობი და ნავთობქიმიური ქარხნები, შახტები, კარიერები, ასევე პლანტაციები, რომლებშიც მოჰყავთ სხვადასხვა ხილი, ბანანი, თამბაქო და შაქრის ლერწამი[2]. ასევე განვითარებულია საპნის და ცემენტის წარმოება. მატოლაში მუშაობს მოზამბიკში ალუმინის წარმოების ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა[3]. გაზსადენების წარმოებითაა დაკავებულია კომპანია „Matola Gas Company“[4].

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატოლა მიეკუთვნება მოზამბიკის პორტებისა და რკინიგზების ქსელის სამხრეთ სეგმენტს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატოლისთვის, ისევე როგორც სხვა მრავალი აფრიკული ქალაქისთვის, დამახასიათებელია მოსახლეობის მაღალი მატება.

აღწერის წელი მოსახლეობა[1]
1997 440 927
2007 675 422

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Mozambique: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05. (ინგლისური) (გერმანული) (ფრანგული) (ესპანური)
  2. 2.0 2.1 Ports of Maputo and Matola, Mozambique, undergo refurbishment. FreshPlaza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05.
  3. Mozal II. International Finance Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05.
  4. Matola Gas Company (MGC). Gigajoule: Natural Gas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-05.