მატანუსკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მატანუსკა (მრავალმნიშვნელოვანი).
მატანუსკა
Matanuska River 8701s.JPG
მატანუსკა
სათავე ჩუგაჩის მთები
61°47′27″ ჩ. გ. 147°29′07″ დ. გ. / 61.79083° ჩ. გ. 147.48528° დ. გ. / 61.79083; -147.48528
სიგრძე 121 კმ
აუზის ფართობი 5439 კმ²

მატანუსკა (ინგლ. Matanuska River) — მდინარე ალასკაზე. სიგრძე 121 კმ, აუზის ფართობი 5439 კმ². სათავე აქვს ჩუგაჩის მთებში არსებულ მატანუსკის მყინვარზე, ზღვის დონიდან 617 მ სიმაღლეზე. მეტწილად მიედინება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით და ერთვის კუკის ყურის ნიკ-არმის ტოტს. ძირითადად საზრდოობს მყინვარული წყლით. მატანუსკა პოპულარულია რაფტიგის მოყვარულთა შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]