მასკარპონე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მასკარპონე
Mascarpone
მასკარპონესგან დამზადებული დესერტი ტირამისუ
მასკარპონესგან დამზადებული დესერტი ტირამისუ
წარმოშობის ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ქალაქი, რეგიონი ლომბარდია და სხვა
რძე კამეჩის (ნაღები) ან ძროხის
სტრუქტურა კრემისმაგვარი

მასკარპონე (იტალ. Mascarpone) — იტალიური ნაღების ყველი, შედედებული ლიმონმჟავასთან ან ძმრის მჟავასთან[1][2]. წარმოიშვა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. ითვლება, რომ პირველად მისი დამზადება XVI საუკუნის ბოლოს — XVII ასწლეულის დასაწყისში მილანისგან სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ლოდისა და აბიატეგასოს შორის მდებარე მიდამოებში დაიწყეს. ხშირად გამოიყენება ჩიზქეიქებისა და სხვა დესერტების მოსამზადებლად, ის თანამედროვე ტირამისუს მომზადების მთავარი ინგრედიენტია. ხანდახან მას კარაქის ან ყველი პარმეზანის ნაცვლად იყენებენ, რათა გაასქელონ და გაამდიდრონ რიზოტო.

მასკარპონეს დამზადებისას 25% ცხიმის შემცველობის ნაღებს აცხელებენ 75-90°C-მდე და მორევის დროს ამატებენ ღვინის მჟავას (ტრადიციული წესი), ლიმონმჟავას ან თეთრ ღვინის ძმარს, რათა რძის ცილების კოაგულაცია (შედედება) გამოიწვიოს. ხანმოკლე გაცხელების შემდეგ კოაგულაციის დასამთავრებლად პროდუქტს აცივებენ და რძის შრატის მოსაშორებლად გრილ ადგილას ჩამოკიდულ ნაჭრის ტომრებში თვითდაწნეხას უქვემდებარებენ. შედედებისთვის რძისმჟავის ბაქტერიების და ფერმენტების არ გამოყენების გამო, მისთვის სახელ „ყველი“-ს დარქმევა შეიძლება დიდ წილად ძალიან პირობითად ჩაითვალოს.

მშრალ ნარჩენში მასკარპონე დაახლოებით 75% ცხიმს შეიცავს, აქვს კრემისმაგვარი კონსისტენცია და ამიტომ იდეალურია დესერტებში გამოყენებისთვის.

მასკარპონე აღიარებულია, როგორც (Prodotto agroalimentare tradizionale) ტრადიციული რეგიონალური საკვები პროდუქტი[3].

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

მიჩნეულია, რომ ყველის სახელი წამოვიდა სიტყვიდან mascarpa სტრაჩინო-ს შრატისგან დამზადებულ რძის პროდუქტისგან, ან სიტყვა mascarpia-სგან, რიკოტას ადგილობრივი დიალექტური დასახელებისგან.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Mascarpone Artigianale (Italian). წაკითხვის თარიღი: 22 September 2011.
  2. Turismo Provincia di Lodi. (2004)Mascarpone (Italian). წაკითხვის თარიღი: 22 September 2011.
  3. Regione Lombardia. Elenco dei prodotti agroalimentari tradizionali della Regione Lombardia – Quinta revisione (Italian). წაკითხვის თარიღი: 22 September 2011.