მარშანცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარშანცია
Marchantia polymorpha
Marchantia polymorpha
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ზეგანყოფილება: ხავსისნაირნი
განყოფილება: ღვიძლის ხავსები
კლასი: Marchantiopsida
რიგი: Marchantiales
ოჯახი: Marchantiaceae
გვარი: მარშანცია
ლათინური სახელი
Marchantia

მარშანცია (ლათ. Marchantia) — მცენარეთა გვარი ღვიძლის ხავსების დანაყოფში. აქვს მწვანე, მიწაზე გართხმული სხეული (თალუსი), რომლის სიგრძე 10 სმ, სიგანე — 1-2 სმ აღწევს. ნიადაგს რიზოიდებით ემაგრება. ანთერიდიუმი და არქეგონიუმი სხვადასხვა მცენარეზე ვითარდება. მრავლდება სპორებით; ახასიათებს თაობათა მორიგეობა. ვეგეტატიურად მრავლდება ჩეკია კვირტებით. ყოფილ სსრკ-ში მარშანციას 2 სახეობა გვხვდება. ფართოდაა გავრცელებული Marchantia polymorpha. იგი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნოტიო ადგილებში თითქმის ყველგან იზრდება. მეორე სახეობა — Marchantia paleacea — მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჩიქოვანი ნ., ქსე, ტ. 6, გვ. 472, თბ., 1983