მარკ მესიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკ მესიე
Mark Messier - 2009.jpg
პოზიცია ცენტრი
სიმაღლე 1.85
წონა 95 კგ
დაბ. თარიღი 18 იანვარი, 1961
ალბერტა, კანადა
კარიერა 1978–2004
ყოფილი კლუბები WHA
ინდიანაპოლის რეისერსი (1978)
ცინცინატი სტინგერსი (1978-1979)
ნჰლ
ედმონტონ ოილერსი (1979-1991)
ნიუ-იორკ რეინჯერსი (1991-1997)
ვანკუვერ კანუქსი (1997-2000)
ნიუ-იორკ რეინჯერსი (2000-2004)

მარკ მესიე (Mark Douglas Messier, გამოითქმის [ˈmɛsi.eɪ], დ. 18 იანვარი, 1961) — ყოფილი ნჰლ კანადელი მოთამაშე, ამჯერად კი არის პრეზიდენტის და გენერალური მენეჯერის ასისტენტი ნიუ-იორკ რეინჯერსში. მან საუკუნის მეოთხედი გაატარა ნჰლ-ში (1979-2004 წლებში) ედმონტონ ოილერსთან, ნიუ-იორკ რეინჯერსთან და ვანკუვერ კანუქსთან ერთად. ის ასევე თამაშობდა მსოფლიო ჰოკეის ასოციაციაში (World Hockey Association) სადაც Indianapolis Racers და Cincinnati Stingers გუნდებში ასპარეზობდა. ის იყო უკანასკნელო ყოფილი WHA მოთამაშე, რომელიც პროფესიონალურ ჰოკეიში თამაშობდა, ასევე უკანასკნელი აქტიური მოთამაშე რომელიც 1970-იან წლებში თამაშობდა.

მესიე ითვლება ერთერთ ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ნჰლ მოთამაშედ, ასევე როგორც უდიდესი ლიდერი სპორტის ისტორიაში. ის იმყოფება მეორე ადგილზე ყველა დროის რეგულარული სეზონის ქულებით (1887), პლეი-ოფის ქულებით (295) და ასევე რეგულარული სეზონის ჩატარებული მატჩებით (1756). მან შეძლო მოეპოვებინა 6 სტენლის თასი, მათგან 5 ედმონტონ ოილერსთან და 1 ნიუ-იორკ რეინჯერსთან ერთად, ამ მოგებებით კი ის გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელიც კაპიტანი იყო ორ სხვადასხვა გუნდში და შეძლო პროფესიონალური უმაღლესი ჯილდოს მოგება. მისი ფლეი-ოფში ლიდერობის ნიუ-იორკში ყოფნის დროს, რომელიც 54 წლიანი სტენლის თასი გარეშე ყოფნა შეუწყვიტა, მას შეარქვეს ზედმეტსახელი "The Messiah". მისი თამაშის სტილით და სიძლიერიდან გამომდინარე მას ასევე "The Moose" შეარქვეს (რაც ლოსს ნიშნავს). 2007 წელს კი შეყვანილი იქნა ჰოკეის დიდების დარბაზში.

სათამაშო კარიერა[რედაქტირება]

1978–1979 წლები: პირველი წლები WHA-ში[რედაქტირება]

მარკ მესიე თამაშობდა Tier II-ში რომელიც Alberta Junior Hockey League-ს ეკუთვნოდა. 54 თამაშში მესიემ 74 ქულა და 194 პენალტში გატარებული წუთი დააგროვა. მესიემ ასევე რამდენიმე მატჩი Portland Winter Hawks-თან ერთად ჩაატარა. მარკის მამა დაგი, ერთხელ ახალგაზრდების ლიგაში Pat Stapleton-ში თამაშობდა, რომელიც ამჯერად Indianapolis Racers მწვრთნელი იყო. დაგმა მოიხმო მესიე და კონტარქტი გაუფორმა რომ ინდიანაპოლისში ეთამაშა 30 000 საფასურად. მესიემ 5 მატჩის გამოცდით უკვე 17 წლისამ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან ვერ შეძლო იმედების გამართლება და დროებით Racers-ის დაბალ გუნდში იქნა გაშვებული.

რეისერსში თავის ვერ გამოჩენის შემდეგ, მესიე თავისუფალ მოთამაშედ Cincinnati Stingers-ში გადავიდა. აქ ყოფნის დროს კი, მესიე რობი ფტორეკთან ერთად თამაშობდა. ფტორეკი ლიგას გატანილი გოლებით ლიდერობდა, მესიემ კი მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო. შემდეგ 47 მატჩში კი 1 გოლის გატანა და 10 ასისტენტის ჩაწერა მოახერხა მის ანგარიშზე. აქ ყოფნისას მესიე ასევე იყო თანაგუნდელი მარკ გარნერის, ბერი მელროუზის და პოლ სტიუარტის. როდესაც მათ დაანებეს თამაშს თავი, მესიე გახდა უკანასკნელი წარმომადგენელი WHA-ს, რომელიც თამაშობდა კვლავ ჰოკეის.

1979–1991 წლები: ედმონტონ ოილერსი[რედაქტირება]

მესიე იქნა მე-3 არჩევანი ედმონტონ ოილერსი მიერ, მთლიან დრაფტზე კი 48-ე 1979 წლის ნჰლ დრაფტზე. მესიე იყო ღონიერი, ასევე მის ყოფნას გამოსაცვლელ ოთახში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გუნდის ლიდერი იყო ოთახშიც და ყინულზეც. ის არ იყო ცნობილი როგორც გამტანი გოლების, მაგრამ ოილერში ყოფნისას, მისი გოლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, როდესაც 1981-1982 წლის სეზონში 50 გოლის გატანა შეძლო სეზონში. ოილერსში თამაშისას, უმეტესწილად გლენ ანდერსონთან ერთად თამაშობდა.

თავდაპირველად მარცხენა შემტევი (არჩეული იქნა ნჰლ ოლ-სტარის 1982-1983 წლის გუნდში ამ პოზიციით), მესიე საბოლოოდ 1984 წლის ფლეი-ოფში ცენტრში გადაერთო, რასაც შედეგად მისი ეფექტურობა მოჰყვა. 1984 წლის ფინალში, რომელსაც ოილერსი ნიუ-იორკ აილენდერსის წინააღმდეგ მართავდა, მესამე მატჩში მან გოლი გაიტანა რასაც ოილერის თამაშის შემოტრიალება მოჰყვა. სერიების დასრულებისას კი მესიემ კონი სმიტის თასი მოიგო, ხოლო ფლეი-ოფში ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა.

1984 წელს მესიე პირობით თამაშობდა 10 მატჩს, რადგან ჯეიმი მაკუნთან ჩხუბის დროს რომელიც 26 დეკემბერს ოილერსს კალგარი ფლეიმსთან ჰქონდა მან დაუზიანა ყურმლის ძვალი. ეს კი მას მოჰყვა რომ თამაშის დაწყებისთანავე მაკუნი დაეჯახა. საბოლოოდ კი ნჰლ წარმმადგენლებმა გამოიტანეს განაჩენი რომ მესიე იქნა პროვოცირებული.

1985 წლის 6 სექტემბერს მესიემ დაკარგა კონტროლი მის ავტომობილ პორშეზე, რასაც საბოლოოდ სამი დაპარკინგებული მანქანის შეჰახება მოჰყვა. ამ ყველაფერს კი მისი დაჯარიმება მოჰყვა მანქანების დაზიანებისთვის, ჩქარა ტარებისთვის და უყურადღებო ტარებისთვის.

მან კიდევ მოიგო 4 ჩემპიონის თასი ოილერსთან ერთად 1985, 1987, 1988 და 1990 წლებში. ასევე ბევრის გასაკვირად მესიემ 1990 წელს ლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშისთვის ჰარრტის თასი მოიგო, როდესაც ბოსტონ ბრუინსის მოთამაშე რეი ბურკეს მხოლოდ და მხოლოდ 2 ხმით გადაასწრო.

მესიე იმყოფებოდა ოილერსში 1993 წლამდე, მისმა აგენმტა და მამა როდესაც 1990 და 1991 წლებში წარუმატებლად ცდილობდა გადაყვანას, მას შემდეგ რაც გუნდი ადამ გრეივსმა დატოვა, რამაც გარკვეული როლი იქონია მესიეს განაწყენებაზე. მესიემ სახალხოდ მოითხოვა კანადის თასის დროს გუნდიდან გაშვება, რადან მისი თქმით ოილერსი არ ინარჩუნებდა წამყვან მოთამაშეებს. 1991 წლის 4 ოქტომბერა, საბოლოოდ მესიე გაცვლილი იქნა ნიუ-იორკ რეინჯერსში ლუი დებრუსკის, ბერნი ნიკოლის და სტივენ რაისის ნაცვლად.

1991–1997 წლები: ნიუ-იორკ რეინჯერსი[რედაქტირება]

მესიეს პირველივე სეზონი რეინჯერსში, მოიგო მის კარიერაში მეორედ ჰარტის თასი, ხოლო რეინჯერსი კი ნჰლ საუკეთესო შედეგით დაასრულებინა. ხოლო პლეი-ოფის მეორე რაუნდში, გუნდი 6 მატჩიან სერიებში იქნა დამარცხებულა პიტსბურგ პინგვინსის მიერ, რომელსაც მარიო ლემირო ლიდერობდა.

1992-1993 წლის სეზონში, რეინჯერსი ვერ გავიდა ფლეი-ოფში რაც გამოწვეული იყო მნიშვნელოვანი ჰოკეისტების ტრავმებით. პირველი შემთხვევა იყო მესიეს კარიერის მანძილზე, როდესაც მან რეგულარული სეზონის შემდეგ ვერ მოახერხა ფლეი-ოფში თამაში. ამ სეზონის შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად მაიკ კინენი იქნა მოყვანილი.

1993-1994 წლის სეზონში, კიდევ ერთხელ დაამთავრა ლიგა საუკეთესოდ, ოღონდ ამჯერად მთავარი თასის მოგებაც შეძლეს.

მას შემდეგ რაც 1994 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალს ნიუ-იორკი მის პირდაპირ მეტოქე - ნიუ-ჯერსი დევილსთან მართავდა, აგებდა 3-2, ხოლო მესიემ მე-5 მატჩის შემდეგ მედიას გარანტია მისცა მე-6 მატჩში გამარჯვება. საბოლოოდ ამ განცხადებამ სახე მიიღო როგორც სუპერ-ბოული III დაპირება. მე-6 მატჩში დაბრუნებულმა მესიემ კი ჰეთრიკი შეასრულა მესამე პერიოდში, მათ შორის ერთი ცარიელი კარში. ESPN კომენტატორი ჰარი თოურნი ამ შეხვედრის დროს აცხადებდა: "შენ გრწამს ეს?! შენ გჯერა ეს?! მან თქვა რომ მე-6 მატჩს მოვიგებთო და ამ თამაშში ჰეთრიკი შეასრულე" (Do you believe it! Do you believe it! He said we will win game six and he has just picked up the hat trick!), ეს კი რეინჯერსს დაეხმარა 2 გოლის დეფიციტი შეემცირებინა. მე-7 თამაშში კი მეორე დამატებული პერიოდის დროს მოახერხეს გამარჯვება და საბოლოოდ აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგეს.

1994 წლის სტენლის თასის ფინალში კი მესიემ მე-7 თამაშში გამარჯვების გოლი გაიტანა, რომლითაც გუნდს 54 წლის შემდეგ მოატანინა ეს უმაღლესი ჯილდო.

1995-1996 წლის სეზონში, მესიე ახლოს იყო, რომ მისი 1991-1992 წლის რეკორდი 100 ქულა გაეუმჯობესებინა, როდესაც მან 35 წლის ასაკში მხოლოდ 99 ქულის მოპოვება შეძლო. 1996-1997 წელს კი გუნდს მესიეს ყოფილი ოილერსის თანაგუნდელი უეინ გრეცკი შეემატა, ხოლო მესიემ სეზონი 84 ქულით დაამთავრა. ასევე ეს ორი მოთამაშე დაეხმარა გუნდს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასულიყვნენ, სადაც 5 მატჩში იქნენ ფილადელფია ფლაიერსის მიერ დამარცხებული. ამ სეზონის შემდეგ მესიემ გუნდი დატოვა, ხოლო პლეი-ოფი კი მისთვის ბოლო გამოდგა, რადგან მის კარიერაში მას აღარ უთამაშია ამ ეტაპზე.

მესიეს სურდა დაესრულებინა კარიერა რეინჯერსში, მაგრამ მედისონ სკვერ გარდენის პრეზიდენტმა დეივ ჩეკეტსმა განუცხადა რომ გუნდს მესიე 20 მილიონი 3 წლისთვის არ უღირდა, ასევე შესთავაზეს რომ 1 წლიანი კონტრაქტი გაეფორმა გუნდთან სადაც ის დაახლოებით 6 მილიონამდე აიღებდა. მიუხედავად ამისა, პუბლიკა მესიეს მხარეს დადგა, რომელიც დაეხმარა გუნდს ორჯერ დაემთავრებინა რეგულარული სეზონი უმაღლეს მწვერვალზე და ერთხელ სტენლის თასის გამარჯვებაში. გენერალური მენეჯერი ნილ სმიტი ხვდებოდა რომ გუნდს გრეცკი და ლეფონტეინი ჰყავდა ცენტრში, ამიტომ 36 წლის ასაკში, მესიე ვანკუვერ კანუქსში გაუშვა, სადაც მას 1994 წელს მისი და რეინჯერსის ყოფილი მწვრთნელი მაიკ კინენი დახვდა, რეინჯერსმა კი კოლორადო ავალანჩედან ჯოუ საკიჩი აიყვანა.

1997–2000 წლები: ვანკუვერ კანუქსი[რედაქტირება]

ეს იყო ემოციური გადასვლა, როდესაც მესიე კანადაში დაბრუნდა ნიუ-იორკ რეინჯერსში 6 წლიანი ყოფნის შემდეგ. სანამ სეზონი დაიწყებოდა, პოპულარულმა კაპიტანმა ტრევორ ლინდემ კაპიტნის სამკლაური მარკ მესიეს გადასცა, მაგრამ ეს ქმედება კანუქსის ქომაგებს არ მოეწონათ, რადგან ლინდენი მათი ფავორიტი მოთამაშე იყო. მესიეზე კაპიტნობის გადაბარების შემდეგ, მალევე ლინდენი გადასული იქნა ნიუ-იორკ აილენდერსში, სადაც მან კვლავ კაპიტნობა მოირგო კიდეც, სადაც ბრაიან მაკაბი ჩაანაცვლა. მესიეს სურდა 11 ნომრიანი მაისურის მორგება, რომლითავ იგი ოილერსში და რეინჯერსში ასპარეზობდა, მაგრამ ვანკუვერს 11 ნომერი არაოფიციალურად გაუქმებული ჰქონდა უეინ მაკის 1974 წლის გარდაცვალების შემდეგ.

მესიეს მსგ-ში დაბრუნებულს დახვდა ვიდეო მასზე მიძღვილი, რომელიც გარდენის დიდ ეკრანზე იყო ნაჩვენები. ვიდეო ძალიან ემოციური იყო როგორც ფანებისთვის, ასევე მესიესთვის, რასაც მათ სახეებზე ცრემლები მოჰყვა კიდეც (ნაგულისხმებია მესიეც). მან შეძლო ამ მატჩში გოლის გატანა, ოღონდ ამჯერად რეინჯერსის ფორმა არ ეცვა, თუმცა მაყურებელმა მას აპლოდისმენტები მაინც დაუკრა. ერთერთ გულშემატკივარს ეცვა მაიკა კიდეც წარწერით "შენ ყოველთვის იქნები ჩვენი კაპიტენი მეს" (You will always be our captain Mess).

1997-1998 წლის სეზონში მან 16 ქულა დააგროვა, რაც ყველაზე ცუდი შედეგი იყო მისი ნჰლ გადმობარგებიდან. შემდეგ ორ სეზონში კი მან ტრავმით განაგრძო, სადაც ასბოლოოდ 3 სეზონის მანძილზე 158 ქულა მოაგროვა. ხოლო სეზონში კი 6 მილიონი $ აიღო. ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია იმისთვის რომ კანადის ნაკრებს, 1998 წლის ოლიმპიური თამაშების დროს მესიე გამოეძახათ, ეს კი მისთვის პირველი ოლიმპიური თამაში იყო.

კინენი გაგდებული იქნა კანუქსის 1998-1999 წლების შუა სეზონში როგორც მენეჯერის, ასევე მწვრთნელის პოსტიდანაც, ამიტომ მესიემ მისი 3 გატარებული წლების მანძილზე, კანუქსმა სამივე პლეი-ოფი გამოტოვა. საბოლოოდ კი ვანკუვერმა არ ისურვა მესიესთან კონტრაქტის გახანგრძლივება და 1999-2000 წლებში ის გახდა თავისუფალი აგენტი.

2000–2004 წლები: ბროდვეიზე დაბრუნება[რედაქტირება]

მესიეს კანუქსთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ის დაუბრუნდა ნიუ-იორკ რეინჯერსში, რომ გუნდის დიდებისკენ სვლას ჩადგომოდა ლიდერის რანგში. გადმოსლვის შემდეგ გამართულ პრე-კონფერენციაზე კი მესიემ პირობა დადო, რომ გუნდი კვლავ გავიდოდა ფლეი-ოფში. გუნდში დაბრუნებულს კი, მას პირადად ბრაინ ლიჩმა გადასცა კაპიტნის სამკლაური.

2000-2001 წლების სეზონში 40 წლის მესიემ 67 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო იყო ვიდრე ვანკუვერში გატარებული წლები, ამით კი დაამტკიცა რომ კვლავ შეეძლო ყოფილიყო ღირებული მოთამაშე, მაგრამ სამწუხაროდ რეინჯერსმა 4 სეზონი გააცდინა და ვერ გავიდა ფლეი-ოფში. მას შემდეგ რაც მესიემ 2001-2002 წლის სეზონი ნახევრად გააცდინა მხრის ტრავმის გამო, მესიემ 23 ქულა, ხოლო შემდეგ სეზონში კი 40 ქულა დააგროვა.

2003-2004 წლის სეზონი მესიესთვის ბოლო სეზონი გამოდგა როგორც მოთამაშის. 2003 წლის 4 ნოემბერს კი, როდესაც რეინჯერსი მართავდა შეხვედრას დალას სტარსის წინააღმდეგ, მესიემ გაიტანა გოლი, რომლითაც გორდი ჰოუვის გადაასწრო და დაიმკვიდრა მეორე ადგილი, როგორც ყველა დროის ქულის მომტან სიაში. 11 დღის შემდეგ კი მესიე გახდა ერთადერთი ჰოკეისტი, რომელიც Edmonton's Heritage Classic-იდან კვლავ თამაშობდა. მისი ბოლო მედისონ სკვერ გარდენში თამაშის დროს, მესიეს შაიბის ყოველ შეხებაზე მაყურებლისგან აპლოდისმენტებს იღებდა, ხოლო თამაშის დამთავრების შემდეგ კი მაყურებელი ფეხზე წამოუდგა და ოვაციები არ დაიშურა კაპიტნისთვის, მესიე კი დასრიალებდა გარდენის ყინულზე და ქედს იხრიდა ყოველი სექციის წინაშე. 43 წლის ასაკში, მესიემ ყოყმანობდა პენსიაზე გასვლას. შემდეგ სეზონში ნჰლ ლოკაუთი დაიწყო, რამაც საბოლოოდ 2005 წლის 12 სექტემბერს მესიეს პენსიაზე გასვლის შესახებ გამოცხადება მოჰყვა ESPN რადიოს ეთერში.

2005 და შემდეგი წლები: პენსიაზე გასვლის შემდეგ[რედაქტირება]

მესიეს დააკლდა 11 თამაში რომ დაემყარებინა ნჰლ რეკორდი და გამხდარიყო ჰოკეისტი, რომელსაც რეგულარულ სეზონებით ყველაზე მეტი მატჩი ექნებოდა ჩატარებული. ხოლო ერთიანად რეგულარული სეზონით და ფლეი-ოფების ნათამაშებით, მას 1992 თამაში ეკუთვნის, რაც რეკორდია. მან ასევე 25 ნჰლ სეზონი ჩაატარა.

2006 წლის 12 იანვარს შედგა ძალიან ემოციური საღამო, სადაც 1994 წლის სტენლის თასი გამარჯვებულებთან ერთად იმყოფებოდა მესიე, ნიუ-იორკ რეინჯერსმა კი 11 ნომრიანი მაისური ოფიციალურად გააუქმა, ხოლო მატჩი კი ზუსტადაც ედმონტონ ოილერსის წინაარმდეგ ტარდებოდა. ფანები კი რომლებიც ამ თამაშს ესწრებოდნენ, ბილეთები ბაზარზე გაყიდეს, რომლის ზოგიერთი მათგანი 30 000 $ კი გაიყიდა. თამაშის დროს კი რეინჯერსმა მოუგო ოილერსს. ეს კი გახდა მე-4 ნომერი, რომელიც რეინჯერსმა გააუქმა. მესიეს 11 ნომრიანი მაისური ასევე ოილერსმა გააუქმა 2007 წლის 27 თებერვალს როდესაც ფენიქს კოიოტთან მართავდა შეხვედრას, კოიოტებს კი ამ მატჩში მისი ყოფილი თანაგუნდელი - უეინ გრეცკი ედგა სათავეში როგორც მწვრთნელი.

2007 წლის თებერვალში, მესიემ ინტერესი გამოთქვა ნჰლ-ში დაბრუნების თაობაზე როგორც რეინჯერსის გენერალურ მენეჯერად. ახლანდელმა გენერალურმა მენეჯერმა გლენ სათერმა კი განუცხადა, რომ მის გეგმებში არ შედიოდა დაქვეითება. ხოლო გენერალური მენეჯერის პოსტიდან წასვლის შემდეგ, რომელიც დონ მელოუნიმ დატოვა, ვაკანტური ადგილის შემცვლელად მარკ მესიე მოიაზრებოდა, თუმცა 2007 წლის ივლისში ეს ადგილი ჯიმ შოუნფილდმა შეავსო. მესიემ კი ნჰლ დაბრუნება მაინც შეძლო რეინჯერსის სახით, როდესაც სათერმა მის სპეციალურ ასისტენტად მესიე დაასახელა 2009 წლის 16 აგვისტოს.

2010 წლის მოგვიანებით, მესიე წვრთნიდა კანადის ნაკრებს ევროპის ორი ევროპული ტურნირის ფარგლებში: Deutschland Cup და Spengler Cup.

ყინულს გარეთ[რედაქტირება]

მესიე სწავლობდა St. Francis Xavier High School-ში, რმელიც ედმონტონში მდებარეობს. თამაშობდა ახალგაზრდულ ყინულის ჰოკეის გუნდში რომელსაც სათავეში მისი მამა და ამ გუნდის მწვრთნელი დაგი ედგა. მარკის ძმა პოლი იქნა არჩეული Colorado Rockies მიერს 1978 წლის ნჰლ მოყვარუთლა დრაფტზე, რომელიც მთლიანობაში 41-ე არჩევანი იყო, მაგრამ პოლმა სულ 9 მატჩი ჩაატარა, საბოლოოდ კი გერმანიის ბუნდესლიგაში გადავიდა. მისი ბიძაშვილები მიჩი და ჯობი იყვნენ ყინულზე მოსრიალეები ნჰლ კლუბებში. ჯობი ასევე იყო მარკის თანაგუნდელი ცოტა ხნით რეინჯერსში. მისი ერთერთი ბიძაშვილი ბრაიანი, დღემდე აგრძელებს ჰოკეის ოჯახურ ტრადიციებს და დღემდე თამაშობს ტექსასის გუნდ Ice Hawks-ში.

მესიე 2006 წელს

მესის ვაჟი - ლაიონი, რომელიც 1987 წლის 16 აგვისტოს დაიბადა, არის ყოფილი მცველი South Carolina Stingrays რომელიც ECHL ლიგას ეკუთვნის, ლაიონმა კი 2 სეზონი გაატარა. ლაიონმა ასევე დაყო Charlotte Checkers გარკვეული პერიოდი რომელიც ასევე ECHL ეკუთვნის, ხოლო New Mexico Scorpions რომელიც CHL ეკუთვნის, 2008-2009 წლის სეზონებში იყო. ლაიონის დედა კი ყოფილი მოდელი ლესლი იანგი არის. მისი ახლანდელი მეგობარი გოგონა (რომელიც მალე მისი მეუღლე გახდება) არის კიმ კლარკი. მესიეს ოჯახი ამჟამად ჰილტონ ჰედ აილენდზე სამხრეთ კაროლინა ცხოვრობს.

მისი პენსიაზე გასვლის შემდეგ, მესიე იყო კომენტატორი აშშ-ში ტელევიზიაში"Mark Messier Leadership Camp" დროს, რომელშიც მონაწილეობას ყოფილი რეინჯერები იღებდნენ.

მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა რაც მესიე თამაშობდა Saints-ში, ერთერთი ადგილობრივი არენა მესიეს სახელს ატარებს.

ასევე მესიე ხანდახან ნახულობს დროს რომ იყოს ჰოკეის ანალიტიკოსი. ეს კი ნჰლ ან Versus ანალიტიკურ სტუდიებში ხდება. ასევე მესიე იყო ანალიტიკოსი ნჰლ ოლ-სტარზე. რამდენიმეჯერ კი NHL და NBC იქნა მიწვეული სტუმრად, როგორც კომენტატორი.

ედმონტში, სტ. ალბერტ სიტიში (ედმონტონი) ქუჩას სახელი შეუცვალეს და St. Albert Trail ნაცვლად Mark Messier Trail დაერქვა 2007 წლის 26 თებერვალს.

2007 წლის 12 ნოემბერს, მესიე შეყვანილი იქნა ჰოკეის დიდების დარბაზში, მოთამაშეების კატეგორიაში.

მესიე ასევე არის ადვოკატი მზრუნველობის დამცველობის სფეროში და ორატორი Cold-fX-ში. ის ასევე მონაწილეობს მრავალ საქველმოქმედო აქციაში, განსაკუთრებით კი New York Police and Fire Widows' and Children's Benefit ფონდში, სადაც ის ასევე მრჩეველთა წევრიც არის.

მესიე ასევე გახდა სასტუმროს მფლობელი, რომელიც არცთუ ისე დიდია, მაგრამ სასტუმროს სიდიდე პოპულარობაში ხელს არ უშლის. მისი სახელი Runaway Hill Club არის, რომელიც ჰარბორის კუნძულზე (ბაჰამა) მდებარეობს. მესიეს ასევე უყვარს თევზაობა, რომელსაც თავისი იახტ 'Wani Kanati' ახერხებს კიდეც.

მესიე ასევე იყო მონაწილე ნიუ-იორკ სიტი მარათონის 2011 წლის 6 ნოემბერს, როგორც მორბენალი.

2011 წლის 31 დეკემბერს კი მესიემ რეინჯერსის მაისური კიდევ ერთხელ მოირგო და ფილადელფიასთან ჩაატარა ვინთერ კლასიკი, სადაც ასისტენტი მიიწერა მის ანგარიშზე, სამწუხაროდ ეს მატჩი ფილადელფიის გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება]

  • 1983–1984 – სტენლის თასის გამარჯვებული - ედმონტონ ოილერსი;
  • 1984–1985 – სტენლის თასის გამარჯვებული – ედმონტონ ოილერსი;
  • 1986–1987 – სტენლის თასის გამარჯვებული – ედმონტონ ოილერსი;
  • 1987–1988 – სტენლის თასის გამარჯვებული – ედმონტონ ოილერსი;
  • 1989–1990 – სტენლის თასის გამარჯვებული – ედმონტონ ოილერსი;
  • 1993–1994 – სტენლის თასის გამარჯვებული – ნიუ-იორკ რეინჯერსი;
  • 1989–1990 – ჰარტის ხსოვნის თასის გამარჯვებული;
  • 1991–1992 – ჰარტის ხსოვნის თასის გამარჯვებული;
  • 1983–1984 – კონი სმიტის თასის გამარჯვებული;
  • 1989–1990 – ლესტერ პირსონის დაჯილდოებით გამარჯვებული;
  • 1991–1992 – ლესტერ პირსონის დაჯილდოებით გამარჯვებული;
  • 1981–1982 – ოლ-სტარის პირველი გუნდის მარცხემა შემტევი;
  • 1982–1983 – ოლ-სტარის პირველი გუნდის მარცხემა შემტევი;
  • 1989–1990 – ოლ-სტარის პირველი გუნდის ცენტრი;
  • 1991–1992 – ოლ-სტარის პირველი გუნდის ცენტრი;
  • 1983–1984 – ოლ-სტარის მეორე გუნდის მარცხემა შემტევი;
  • ჩაატარა 15 ნჰლ ოლ-სტარის მატჩი: 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1989, 1990, 1991, 1992, 1994, 1996, 1997, 1998, 2000 და 2004 წლებში;
  • კანადის ნაკრებში ითამაშა კანადის თასზე 1984, 987 და 1991 წლებში, 1989 წელს IIHF მსოფლიო ჩემპიონატზე და 1996 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოკეიში;
  • ჩაატარა Rendez-Vous ოლ-სტარის მატჩი 1987 წელს;
  • მიიღო მონაწილეობა ედმონტონ ოილერსი Heritage Classic გუნდში, როდესაც იყო წევრი ნიუ-იორკ რეინჯერსის;
  • ერთადერთი პროფესიონალი ათლეტი, რომელიც კაპიტანი იყო ორ გუნდში და მისი კაპიტნობის დროს გუნდებმა მოიგეს ჩემპიონობა: ედმონტონ ოილერსი და ნიუ-იორკ რეინჯერსი;
  • 1994 მტვ ვიდეო მუსიკის დაჯილდოებაზე იყო წარმომადგენელი, რომელიც "საუკეთესო ვიდეო მიმართულებას" წარმოადგენდა Daisy Fuentes-თან ერთად;
  • 1998 წელსიყო გადასული მე-12 ადგილზე "ჰოკეის საუკეთესო 100 მოთამაშეს" შორის;
  • 2006 წლის 13 ნოემბერს, ნჰლ-მა დააწერა მარკ მესიეს ლიდერის ჯილდო, ეს კი გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც ლიდერობით არის მაგალითი ყინულზე, მოტივირებას უკეთებს თანაგუნდელებს, ასევე ადვილად ამყარებს გუნდელებთან კომუნიკაციას;
  • მისი 1 887 ქულა იყო მეორე რეგულარულ სეზონში ყველა დროის უეინ გრეცკის შემდეგ 2857 (ვისთან ერთადაც მან 11 სეზონი ჩაატარა). მიუხედავად ამ მიღწევისა, მესიეს არასდროს მოუგია გატანისთვის დაწესებული ჯილდო,მისი საუკეთესო შედეგი კი 1989-1990 წლის სეზონში იყო, როდესაც მეორე ადგილი დაიკავა. მის კარიერაში ყველაზე მეტი რეგულარულ სეზონში გატანილი გოლი იყო 50, რომელიც მან ერთხელ 1981-1982 სეზონში მოახერხა;
  • მისი რეგულარული 1 756 მატჩი არის ნჰლ ისტორიაში მეორე, რომელიც მხოლოდ გორდი ჰოუვის ჩამორჩევა, რომელსაც 1,767 აქვს ჩატარებული.
  • ის იყო უკანასკნელი აქტიური მოთამაშე, რომელიც თამაშობდა 1970-იან წლებშიც;
  • ის იყო უკანასკნელი აქტიური მოთამაშაე, რომელიც თამაშობდა World Hockey Association-ში;
  • ის იყო არჩეული და შეყვანილი ჰოკეის დიდების დარბაზში 2007 წლის ივნისში, ცერემონია კი ნოემბერში ჩატარდა;
  • ის იყო დასახელებული No. 4 ყველა დროის ნიუ-იორკ რეინჯერსის მოთამაშედ წიგნში: "100 საუკეთესო რეინჯერი" (ავტორი: John Wiley & Sons, 2009);
  • 1993-1994 წლების სეზონში მისი მე-6 სტენლის თასი გახდა ყველაზე აქტიური მოთამაშე, რომელსაც კევინ ლავთან და გლენ ანდერსონთან იყოფდა (ორივე მათგანი იყო მისი თანაგუნდელი ოილერსშიც და რეინჯერსშიც) და ბრაიან ტროტერ (რომელმაც სეზონის დასრულებისთანავე დაასრულა კარიერა). ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ჰოკეისტი არ იყო მონრეალ კანადიენსი წევრი და ჰქონდა ამდენი სტენლის თასი მოგებული, რედ კელის შემდეგ;

გადასვლები[რედაქტირება]

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება]

GP = ჩატარებული მატჩი; G = გატანილი შაიბა; A = ასისტენტი; Pts = ქულა; PIM = პენალტი;

რეგულარული სეზონი პლეი-ოფი
სეზონი გუნდი ლიგა GP G A Pts +/- PIM GP G A Pts +/- PIM
1975–76 Sherwood Spears AMHL 44 82 76 158 38
1976–77 Spruce Grove Mets AJHL 57 27 39 66 91
1977–78 St. Albert Saints AJHL 54 25 49 74 194
1977–78 Portland Winter Hawks WCHL 10 11 4 15 6 7 4 1 5 2
1978–79 St. Albert Saints AJHL 17 15 18 33 64
1978–79 Indianapolis Racers WHA 5 0 0 0 0
1978–79 Cincinnati Stingers WHA 47 1 10 11 58
1979–80 Houston Apollos CHL 4 0 3 3 4
1979–80 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 75 12 21 33 −10 120 3 1 2 3 +2 2
1980–81 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 72 23 40 63 −12 102 9 2 5 7 +1 13
1981–82 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 78 50 38 88 +21 119 5 1 2 3 −4 8
1982–83 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 77 48 58 106 +19 72 15 15 6 21 +10 14
1983–84 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 73 37 64 101 +40 165 19 8 18 26 +9 19
1984–85 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 55 23 31 54 +8 57 18 12 13 25 +13 12
1985–86 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 63 35 49 84 +36 68 10 4 6 10 0 18
1986–87 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 71 37 70 107 +21 73 21 12 16 28 +13 16
1987–88 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 70 37 74 111 +21 103 19 11 23 34 +9 29
1988–89 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 72 33 61 94 −5 130 7 1 11 12 −1 8
1989–90 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 79 45 84 129 +19 79 22 9 22 31 +5 20
1990–91 ედმონტონ ოილერსი ნჰლ 53 12 52 64 +15 34 18 4 11 15 +2 16
1991–92 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 79 35 72 107 +31 76 11 7 7 14 −4 6
1992–93 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 75 25 66 91 −6 72
1993–94 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 76 26 58 84 +25 76 23 12 18 30 +14 33
1994–95 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 46 14 39 53 +8 40 10 3 10 13 −11 8
1995–96 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 74 47 52 99 +29 122 11 4 7 11 −10 16
1996–97 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 71 36 48 84 +12 88 15 3 9 12 +2 6
1997–98 ვანკუვერ კანუქსი ნჰლ 82 22 38 60 −10 58
1998–99 ვანკუვერ კანუქსი ნჰლ 59 13 35 48 −12 33
1999–00 ვანკუვერ კანუქსი ნჰლ 66 17 37 54 −15 30
2000–01 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 82 24 43 67 −25 89
2001–02 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 41 7 16 23 −1 32
2002–03 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 78 18 22 40 −2 30
2003–04 ნიუ-იორკ რეინჯერსი ნჰლ 76 18 25 43 +3 42
ნჰლ ტოტალური 1756 694 1193 1887 +210 1910 236 109 186 295 +50 244

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Klein, Jeff Z (2004), Messier 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]