მარკერმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკერმერი
მარკერმერის ტბა
მარკერმერის ტბა
კოორდინატები: 52°34′ ჩ. გ. 5°13′ ა. გ. / 52.567° ჩ. გ. 5.217° ა. გ. / 52.567; 5.217
მდებარეობა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ფართობი 700 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
მარკერმერი — ნიდერლანდები
მარკერმერი

მარკერმერი (ნიდერლ. Markermeer) — ტბა ნიდერლანდებში. ზეიდერზეეს ყოფილი ყურის ნაწილი. მდებარეობს ჩრდილოეთი ჰოლანდიისა და ფლევოლანდის პროვინციების ტერიტორიაზე. ჩრდილოეთით ეისელმერის ტბიდან გამოყოფილია ჰაუტრიბდეიკის ჯებირით. ფართობი 700 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3-5 მ. სახელი ეწოდა მცირე კუნძულის მიხედვით, რომელიც დღეისათვის ნახევარკუნძულია და ვრცელდება ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მარკერმერის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ ჰოორნთან არის ჰორნსე-ჰოპის ყურე. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ეიმერი ეწოდება — წარსულში იმ ადგილას, ზეიდერზეეს, მდინარე ეი ერთვოდა. ზეიდერზეეს პროექტის ფარგლებში ჯებირის აშენების შემდეგ, რომელმაც ჩრდილოეთის ზღვის გარკვეული ნაწილი გადააქცია მტკნარწყლიან ტბად, მიმდინარეობდა მიწების დაშრობის ცდები. აგრეთვე დაგეგმილი იყო მარკერვარდის პოლდერის შექმნა. ჰაუტრიბდეიკის ჯებირის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 1976 წელს შეიქმნა ფინანსური პრობლემები. 1980-იან წლებში სამუშაოები შეწყდა გაურკვეველი ვადით. ამის შემდეგ ტბა გახდა ეკოლოგიური და რეკრეაციული მნიშვნელობის ობიექტი. 2003 წლის გვალვიანობის დროს მარკერმერი გამოიყენებოდა ამსტერდამის არხების წყლის დონის რეგულირებისათვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]