მარი ფრანსუა ქსავიე ბიშა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარი ფრანსუა ქსავიე ბიშა

მარი ფრანსუა ქსავიე ბიშა (ფრანგ. Marie François Xavier Bichat; დ. 14 ნოემბერი, 1771, ტუარენი — გ. 22 ივლისი, 1802, პარიზი) — ფრანგი ანატომი, ფიზიოლოგი და ექიმი. სწავლობდა მონპელიეში, ლიონსა და პარიზში. 1799 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა პარიზის ერთ-ერთი ჰოსპიტლის ექიმად. ბიშამ შემოიღო ქსოვილების მეცნიერული კლასიფიკაცია. პირველმა დანერგა მედიცინაში „ქსოვილისა“ და „სისტემის“ ცნება. მისი აზრით, სასიცოცხლო პროცესები მჭიდროდაა დაკავშირებული ორგანოს შენებასთან. ბიშას მსოფლმხედველობა იდეალისტური იყო. მისმა მოძღვრებამ ქსოვილებზე და ბრწყინვალე ექსპერიმენტებმა დიდი გავლენა მოახდინა ბიოლოგიისა და მედიცინის განვითარებაზე. ბიშა ითვლება თანამედროვე ჰისტოლოგიისა და ჰისტოპათოლოგიის ფუძემდებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება]