მარი აბრამიშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიამ აბრამიშვილი
ფსევდონიმი:

მარი აბრამიშვილი

დაბადების თარიღი:

21 სექტემბერი, 1922

დაბადების ადგილი:

საჩხერე

გარდაცვალების თარიღი:

1 ივნისი, 2008

გარდაცვალების ადგილი:

თბილისი

ეროვნება:

ქართველი

საქმიანობა:

პოეტი

პერიოდი :

1951-2007

თემატიკა:

პატრიოტული, ლირიული

Magnum opus:

აი, სად შემხვდი 1963 წ.

დებიუტი:

1957

მარიამ (მარი) აბრამიშვილი (დ. 21 სექტემბერი, 1922, საჩხერე - გ. 1 ივნისი, 2008, თბილისი) — ქართველი პოეტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1940 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 (ახლანდელი 51-ე) საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის ("ანათემა") გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. ის ერთადერთი ქალი იყო რეპრესირებულ მწერალთა შორის. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობში", ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. 1970 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად. გარდაიცვალა 2008 წელს.

[რედაქტირება] შემოქმედება

მარი აბრამიშვილს გამოცემული აქვს 20-მდე წიგნი:

  • "ციცინათელა", 1957 წ.
  • "აი, სად შემხვდი" 1963 წ.
  • "ლირიკა", 1977 წ.
  • "ძველი სიყვარული" 1982 წ.
  • "მემახსოვრება თვით სიკვდილშიაც" 1992 წ.
  • "ერთტომეული", 1999 წ.
  • "მცირე რჩეული" 2003 წ.
  • "სატრფიალო ლირიკა", 2004 წ.
  • "განთიადის მოლოდინში" 2007 წ.

ასევე გამოცემული აქვს საბავშვო ლექსების კრებულები: "ნაცნობი მერცხალი" (1960 წ.), "ტრაბახა თაგვი" (1975 წ.), "ფერადი ფანქრები, (2006 წ.) მის შემოქმედებაში ძირითადად პატრიოტული და ლირიკული მოტივებია. მარი აბრამიშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, ოსურ და თურქულ ენებზე. მან თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, ბლოკის, ესენინის, ბელა ახმადულინას, ევგენი ევტუშენკოს ლექსები.

[რედაქტირება] ჯილდოები

1992 წელს აბრამიშვილმა მიღებული აქვს მწერალთა კავშირის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, 2000 წელს კი მიენიჭა სახელმწიფო პრემია. 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები