მარიო ლიჩკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიო ლიჩკა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მარიო ლიჩკა
დაბადების
თარიღი
30 აპრილი, 1982 (1982-04-30) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
ოსტრავა, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 1.79 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1987–1989 ბერხემ სპორტი ანრვერპენი
1988–1990 კალე
1990–1991 გრანდე-სანთი
1991–2002 ბანიკი ოსტრავა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2005 ბანიკი ოსტრავა 65 (12)
2004   ლივორნო 4 (0)
2005–2006 სლოვაცკო 28 (1)
2006–2008 საუთჰემპტონი 27 (1)
2008–2010 ბანიკი ოსტრავა 58 (13)
2010–2013 ბრესტი 84 (3)
2013–2014 სლავია პრაღა 13 (0)
2014–2015 ისტრი 28 (0)
2015- ბრუკ-ბეტ ტერმალიცა 6 (0)
ეროვნული ნაკრები
2002-2003 ჩეხეთი 21 წლ. 16 (2)
2009-2010 ჩეხეთი 3 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მარიო ლიჩკა (დ. 30 აპრილი, 1982, ოსტრავა) — ჩეხი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიჩკამ მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო ოსტრავის „ბანიკში“ 2002 წელს. 2002-03 წლების სეზონში ადგილი დაიმკვირდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. იმავე სეზონში მოიპოვა ჩეხეთის ოქროს ბურთი ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“. 2003-04 წლების სეზონში „ბანიკთან“ ერთად გახდა ჩეხეთის ჩემპიონი და ითამაშა თასის ფინალში. ჩეხეთის თასის ფინალში ლიჩამ პრაღის „სპარტას“ კარში გოლის გატანა შეძლო, თუმცა ის მატჩი „ბანიკმა“ 1:2 დათმო.[1] 2004 წლის აგვისტოში გუნდთან ერთად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ლევერკუზენის „ბაიერის“ წინააღდეგ, ორი მატჩის ჯამში „ბანიკი“ 6-2 დამარცხდა[2][3] და ასპარეზობა უეფა-ს თასზე განაგრძო, სადაც „მიდლსბროსთან“ დამარცხდა. 2005 წლის იანვრიდან სეზონის ბოლომდე მარიო იჯარის წესით განათხოვრებული იყო იტალიურ „ლივორნოში“.

2005-2506 წლების სეზონი ლიჩკამ „სლოვაცკოში“ გაატარა, სადაც 28 ლიგის მატჩი ჩაატარა. შემდეგ სეზონში „ვესტ ჰემ იუნაიტედისა“ და „ლიდს იუნაიტედის“ მცდელობების მიუხედავად კონტრაქტი გააფორმა „საუთჰემპტონთან“, ინგლისში ლიჩკამ 2 სეზონი გაატარა. 2008 წლის ზაფხულში დაბრუნდა „ბანიკში“, სადაც ასევე 2 სეზონი გაატარა.

2010 წლის 10 ივნისს ხელი მოაწერა 3 წლიან კონტრაქტს ფრანგულ „ბრესტთან“, რომელიც უკვე ლიგა 1-ში იყო აღზევებული. მისი დებიუტი „ბრესტის“ რიგებში შედგა 2010-11 წლების სეზონის პირველ ტურში „ტულუზას“ წინააღდეგ.[4] 2010 წლის 28 აგვისტოს მარიო ლიჩკამ გაიტანა მისი პირველი გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში, პენალტით „კანის“ წინააღმდეგ.[5] სეზონის ბოლოს ლიჩკას ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე პასი იყო. 2013 წლის ივლისში ლიჩკამ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, სექტემბრიდან პრაღის „სლავიას“ ფეხბურთელი გახდა. „სლავიას“ მაისურით გამბრინუს ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა, ხოლო ჩეხეთის თასზე 4 მატჩი. 2014 წლის ივლისიდან, ლიჩკას თანამემამულე მიხალ ბილეკის მიწვევით, იგი თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა,[6] თუმცა ბილეკის გადაწყვეტილებით კლუბი კონტრაქტის გაფორმებამდე დატოვა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002-2003 წლებში გამოდიოდა ჩეხეთის 21 წლამდელთა ნაკრებში. 2009-2010 წლებში ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩაატარა 3 ამხანაგური მატჩი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიოს მამა, ვერნერ ლიჩა არის ყოფილი ჩეხოსლოვაკი ფეხბურთელი და ჩეხი მწვრთნელი, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული და ამავე წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი. მის ძმა, მარსელ ლიჩკა წარსულში ასევე ფეხბურთელი, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, მიხალ ბილეკის თანაშემწეა.

სანაკრებო მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი კლუბი ქვეყანა ჩემპიონატი შიდა თასი ევროპა
ჩემპიონატი მატჩი გოლი ბარათები მატჩი გოლი ტიპი მატჩი გოლი
Booked წითელი ბარათი
2002 - 2003 ბანიკი ოსტრავა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი გამბრინუს ლიგა 25 7 0 0 - - - - -
2003 - 2004 ბანიკი ოსტრავა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი გამბრინუს ლიგა 29 4 1 0 - - - - -
2004 - იანვ. 2005 ბანიკი ოსტრავა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი გამბრინუს ლიგა 11 1 1 0 - - C1+C3 2+2 0+0
იანვ. 2005 - ივნ. 2005 ლივორნო (იჯარით) იტალიის დროშა იტალია სერია A 4 0 0 0 - - - - -
2005 - 2006 სლოვაცკო ჩეხეთის დროშა ჩეხეთი გამბრინუს ლიგა 28 1 4 0 - - - - -
2006 - 2007 საუთჰემპტონი ინგლისის დროშა ინგლისი ჩემპიონშიფი 15 1 0 0 4 0 - - -
2007 - 2008 საუთჰემპტონი ინგლისის დროშა ინგლისი ჩემპიონშიფი 12 0 0 0 1 0 - - -
2008 - 2009 ბანიკი ოსტრავა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი გამბრინუს ლიგა 29 5 2 1 5 1 C3 2 0
2009 - 2010 ბანიკი ოსტრავა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი გამბრინუს ლიგა 29 8 3 0 4 0 - - -
2010 - 2011 ბრესტი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ლიგა 1 35 3 2 0 - - - - -
2011 - 2012 ბრესტი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ლიგა 1 25 0 1 0 2 0 - - -
2012 - 2013 ბრესტი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ლიგა 1[7] 24 0 3 0 2 0 - - -
2013 - 2014 სლავია პრაღა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი გამბრინუს ლიგა 13 0 2 0 4 0 - - -
2014 - 2015 დინამო თბილისი საქართველოს დროშა საქართველო უმაღლესი ლიგა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FOTBAL.CZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-22.
  2. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ბაიერი ლევერკუზენი 5:0 ბანიკი ოსტრავა
  3. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ბანიკი ოსტრავა 2:1 ბაიერი ლევერკუზენი
  4. [http://int.soccerway.com/matches/2010/08/07/france/ligue-1/toulouse-fc/stade-brestois-29/936357/ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ტულუზა 2:0 ბრესტი]
  5. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, კანი 0:2 ბრესტი
  6. ლიჩკა 32 წლის წინ და ახლა - "საუთჰემპტონის" ექსნახევარმცველი "დინამოში" დაარქივებული 2014-07-22 საიტზე Wayback Machine. , საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 17 ივნისი, 2014.
  7. „La fiche de Mario Licka“. LFP.fr. 29 აპრილი 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-18. ციტირების თარიღი: 2014-06-19.