მარიონეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარიონეტი (ფრანგ. marionnette) — თეატრალური თოჯინის სახეობა, რომელსაც ამოძრავებენ მის თავსა და ხელ-ფეხზე გამობმული ძაფებით. ზოგჯერ მარიონეტს ძაფის ნაცვლად თავში აქვს დამაგრებული ლითონის მავთული, რომელიც ამოძრავებს ტანს ხელ-ფეხთან ერთად.

მარიონეტი მოხსენიებული აქვთ ანტიკური ეპოქის ავტორებს. პოულობენ არქეოლოგიური გათხრების დროს. მარიონეტული თეატრი, როგორც ხალხური წარმოდგენის სახეობა განვითარდა ევროპის ქვეყნებში XVIII — XIX საუკუნეებში.

გადატანითი მნიშვნელობით მარიონეტი არის ადამიანი, მთავრობა, სახელმწიფო, რომელიც ბრმად, უსიტყვოდ ასრულებს სხვის ნება სურვილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]