მარინა მდივანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარინა მდივანი
Marina Mdivani.jpg
მარინა მდივანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1936 წლის 6 ოქტომბერს, თბილისი
წარმოშობა ქართველი
ჟანრ(ებ)ი კლასიკა
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
საიტი ოფიციალური საიტი

მარინა ვიქტორის ასული გოგლიძე–მდივანიქართველი ვირტუოზი პიანისტი. დაიბადა 1936 წლის 6 ოქტომბერს ქალაქ თბილისში გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის ვიქტორ გოგლიძის ოჯახში. 1954 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1955 წელს მუსიკალური ათწლედი ცნობილი პედაგოგის ევგენია ჩერნავსკაიას კლასი.

1955 წლიდან 1961 წლამდე იგი სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში და მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურაში იაკობ მილშტაინის და ემილ გილელსის ხელმძღვანელობით.

1961 წელს პარიზში ჟაკ ტიბოსა და მარგარეტ ლონგის საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და დაიმსახურა „გრან პრი“.

1963 წლის 27 ნოემბერს შედგა მარინა გოგლიძის დებიუტი ქალაქ ნიუ–იორკში ცნობილი „კარნეგი ჰოლის“ დარბაზში.

მრავალი წლის განმავლობაში ქალბატონი მარინა გოგლიძე გამოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (აშშ, საფრანგეთი, კანადა, გერმანია, ჩეხოსლოვაკეი,ფინეთი, თურქეთი, მაროკო, ჩილე, პერუ, მექსიკა, იამაიკა, უნგრეთი და ა.შ.)

მარინა გოგლიძის რეპერტუარშია ბახის, ჰაიდნის, მოცარტის, შოპენის, ბეთჰოვენის, ბრამსის, ლისტის, შუმანის, რახმანინოვის, მუსორგსკის, ჩაიკოვსკის, ჰინდემიტის, შნიტკეს, თაქთაქიშვილის, კეფალიდის,გუბაიდულინას და ბევრი სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. 1986 წლის 26 იანვარს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მარინა გოგლიძემ დაუკრა სერგეი პროკოფიევის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი. ეს იყო დიდი მოვლენა მოსკოვის მუსიკალურ ცხოვრებაში.

სათანადოდ არის შეფასებული მარინა გოგლიძე–მდივანის ხანგრძლივი სამუსიკო მოღვაწეობა. 1976 წელს მას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ამჟამად მარინა გოგლიძე–მდივანი მოღვაწეობს მონრეალში “McGill” უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

  • 1962 წელი - ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი – ორკესტრი Colonn, დირიჟორი პოლ დერვო.
  • 1963 წელი პროკოფიევის კონცერტი N3, დირიჟორი გენადი რიჟდესტვენსკი.
  • 1968 წელი ოთარ თაქთაქიშვილის პირველი კონცერტი, დირიჟორი ავტორი

წყაროები[რედაქტირება]

1. ↑ И. Манцов. «Одной любви музыка уступает…» // «Канадский паспорт», 2001, № 6.

2. ↑ А. Алёшина. Цепная реакция добра // Газета «Алфавит»

3. ↑ Известная грузинская пианистка Марина Мдивани окажет содействие в популяризации грузинских музыкантов за рубежом // «Новости — Грузия», 30.07.2008.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია. 1975–1987
  • MARINA MDIVANI IN PIANO RECITAL; Soviet Performer is Heard in Local Debut at Carnegie
  • New-York Times, November, 28 1963
  • select.nytimes.com
  • Magazine «Disques» N127 Fevrier 1962
  • Eric McLean. A powerful recital by Marina Mdivani (the Montreal Srar, Feb 18 1967)
  • Katherina Sayer. Soviet pianist graces MAC (the «Hamilton Spectator» 1993).
  • W. Reiche. Rough applause to the Soviet pianist. Sachsische Zeitung. 1968

დამატებითი რესურსები[რედაქტირება]