მარია გრაცია კუჩინოტა
| მარია გრაცია კუჩინოტა Maria Grazia Cucinotta |
|
მარია გრაცია კუჩინოტა 2009 წელს |
|
| დაბადების სახელი | მარია გრაცია კუჩინოტა |
| დაბადების ადგილი | მესინა, სიცილია, იტალია |
| დაიბადა | 27 ივლისი 1968 |
| საქმიანობა | მსახიობი პროდიუსერი მოდელი |
| შემოქმედების წლები | 1989–დღემდე |
მარია გრაცია კუჩინოტა (იტალ. Maria Grazia Cucinotta; დ. 27 ივლისი 1968, მესინა, სიცილია, იტალია) — იტალიელი მსახიობი, პროდიუსერი და მოდელი. საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ითამაშა ფილმში „ფოსტალიონი“.
მარია გრაცია კუჩინოტა დაიბადა 1968 წლის 27 ივლისს, ქალაქ მესინაში. კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა. 1987 წელს გამართულ სილამაზის კონკურსში „მის იტალია“ დაიკავა მე-3 ადგილი. 1990-იან წწ. რამდენიმე ცნობილ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აღსანიშნავია: „მსოფლიოც არ არის საკმარისი“, „ბრუკლინში დაბადება“ და სხვ. მარია კუჩინოტას 2005 წელს მოუწია ცნობილი ტელესერიალის სიმპსონების ერთ-ერთი პერსონაჟის გახმოვანება. მარია კუჩინოტამ მცირე როლი მიიღო ასევე ფილმში „ასტრალი“, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ენტონი ჰოპკინსმა შეასრულა.
სამსახიობო ამპლუა: დრამა, კომედია, მელოდრამა.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1990 | საშობაო არდადაგები | ||
| 1994 | ფოსტალიონი | ||
| 1998 | მეორე მეუღლე | ||
| 1999 | მსოფლიოც არ არის საკმარისი | ||
| 2004 | ვანილი და შოკოლადი | ||
| 2005 | უხილავი ბავშვები | ||
| 2011 | ასტრალი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მარია გრაცია კუჩინოტა — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- მარია გრაცია კუჩინოტას ინტერვიუ (ინგლისური)