მარიამ დ'აბო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მარიამ დ'აბო | |
მარიამ დ'აბო, 1987 |
|
| დაბადების სახელი | მარიამ დ'აბო |
| დაბადების ადგილი | ლონდონი, ინგლისი |
| დაიბადა | 27 დეკემბერი, 1960 |
| შემოქმედების წლები | 1983-დან დღემდე |
| მეუღლე(ები) | ჰიუ ჰადსონი 2003-დან დღემდე |
მარიამ დ'აბო (ინგლ. Maryam d'Abo) (დ. 27 დეკემბერი, 1960, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი კინოსა და ტელევიზიის მსახიობი. მისი პირველი შესამჩნევი როლი იყო ბონდის გოგონა კარა მილოვის როლი ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“. ის არის ქართველი გენერლის — გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი, მომღერალ მაიკ დ'აბოს ბიძაშვილი და შესაბამისად მაიკის შვილი — მსახიობი ოლივია დ'აბო მისი ბიძაშვილიშვილია. მარიამის გვარი დ'აბო სათავეს იღებს ფინური ქალაქიდან — ტურკუდან (ტურკუ — ლათინურად: Abo, შვედურად: Åbo).
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) Maryam d'Abo — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში