მართლმადიდებელ წმინდანთა ტიტულები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მართლმადიდებელ წმინდანთა ტიტულები - კატეგორიები, რომლებზეც კანონიზაციისას მართლმადიდებლობა ყოფს წმინდანებს თავისი ტიტულის მიხედვით.
[რედაქტირება] ტიტულები
| დასახელება | გაწევრიანების კრიტერიუმები |
|---|---|
| მოციქულები | იესო ქრისტეს მოსწავლეები: თორმეტი და 70 მოციქული |
| უვეცხლონი | ქრისტიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი დიდსულოვნებით და უარს ამბობენ ქონებაზე საკუთარი რწმენის გამო. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან წმინდანები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან მკურნალობის ნიჭით და ამ შრომაში გასამრჯელოს არ იღებენ. |
| ღვთისმოსავი | მეფეები და თავადები - თავიანთი ღვთისმოსაობისათვის, ეკლესიისა და სარწმუნოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. |
| ნეტარი | |
| დიდმოწამე | სარწმუნოებისათვის წამებულნი, რომლებმაც გადაიტანეს მძიმე და ხანგრძლივი წამება. |
| მოძღვარი | პირი, რომელიც ღიად ქადაგებს საკუთარ რწმენას, ქრისტიანების დევნის დროს. წამებულებისაგან განსხვავებით, მოძღვრები წამების შემდეგ ცოცხლები რჩებოდნენ. |
| წამებული | ადამიანები, რომლებიც ეწამნენ სარწმუნოების გულისთვის |
| მართლმორწმუნე | ერისკაცები და მღვდელმსახურები თეთრი სამღვდელოებიდან, რომელთაც პატივს მიაგებენ მათი სულიერი ცხოვრებისათვის. |
| მამამთავარი | ძველი აღთქმის პატრიარქები, რომელთაც პატივს მიაგებენ, როგორც კეთილსინდისიერების მაგალითს. მათ შორის არიან ღვთისმშობლის დედ-მამა და მეუღლე, მოციქული იაკობ (უფლის ძმა). |
| ღირსმოწამეები | ბერები, რომლებიც ეწამნენ სარწმუნოებისთვის. |
| ღირსი მამები | ბერები, რომელთაც თაყვანს სცემენ მათი გმირული ცხოვრების გამო. |
| წინასწარმეტყველები | პირები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ბიბლიაში, რომლებმაც გამოუცხადეს ხალხს ღმერთის ნება და რომლებიც ქადაგებდნენ ძველი ისრაელისა და იუდეის ტერიტორიაზე. აღიარებენ ძველი აღთქმის 18 და ახალი აღთქმის 1 (იოანე ნათლისმცემელი) წინასწარმეტყველს, რომელიც არის ბოლო წმინდანი რომელსაც აღიარებენ წმინდანების ხსენებულ ხარისხში. |
| მოციქულთა სწორნი | პირები, რომელთაც სახელი გაითქვეს სახარების ქადაგებით და ხალხები მოაქციეს ქრისტიანობაზე. |
| ეპისკოპოსები | ეპისკოპოსები, რომლებმაც სახელი გაითქვეს უმწიკვლო ცხოვრებით და ქრისტიანული საქმიანობით. |
| მღვდელმოწამეები | მღვდლები, რომლებბიც ეწამნენ სარწმუნოებისათის. |
| მესვეტეები | პირები, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მესვეტეობის ტვირთი (განუწყვეტლივ ლოცულობდნენ სვეტზე, კოშკზე და ა. შ.). |
| ვნების დამთმენნი | პირები, რომლებიც მოწამეობრივად აღესრულნენ არა სარწმუნოებისათვის, შესაძლოა ერთმორწმუნეთა ხელითაც სიბოროტის, შურიანობის თუ შეთქმულების გზით. |
| საკვირველთმოქმედები | წმინდანები, რომლებმაც სახელი გაითქვეს სასწაულების აღსრულებით და რომელთა მიმართ ლოცვას, მოყვება სასწაული. |
| სალოსები | ღვთისმსახურები, რომლებიც თავისი ნებით იღებენ სულელების სახეს. ასეთი პირებისათვის დამახასიათებელია ცხოვრების ასკეტური წესი და ადამიანის მანკიერებების მხილება (საკუთარი თავის მაგალითზე), მათ შორის საზოგადოების წინაშეც. |
| აღმსარებელი | ადამიანი რომელიც ქრისტიანობის გამო აწამეს მაგრამ დარჩა ცოცხალი. |
სტატიის