მართვის მოწმობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროკავშირის (კერძოდ გერმანიის) მოქალაქის მართვის მოწმობა
1. გვარი
2. სახელი
3. დაბადების თარიღი და ადგილი
4a. თარიღი
4b. მართვის მოწმობის ვადა
4c. ქალაქი (ადმინისტრაცია)
5. ლიცენზიის ნომერი
7. ხელმოწერა
9. მოწმობის კატეგორია

მართვის მოწმობა — დოკუმენტი, რომელიც გვაძლევს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებას.

მართვის მოწმობის სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს მართვის მოწმობის 5 სახე, კატეგორია: “A”, “B”, “C”, “D”, “E”

საქართველოს მოქალაქის მართვის მოწმობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მოქალაქის მართვის მოწმობა გაიცემა საქართველოს შსს სამინისტროს მიერ. მის ასაღებად საქართველოს მოქალაქემ რამდენიმე პროცედურა უნდა გაიაროს:

  1. თეორიული გამოცდა
  2. პრაქტიკული გამოცდა.

მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვებამდე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გაიაროს ფერთა აღქმის ელექტრონული ტესტი. ტესტი შედგება სამი ილუსტრირებული კითხვისაგან. თითოეული ტესტის კითხვა მოიცავს ოთხ სავარაუდო პასუხს, რომლიდანაც სწორია მხოლოდ ერთი. მძღოლობის კანდიდატს ევალება სავარაუდო პასუხებიდან ამოირჩიოს სწორი პასუხები. ფერთა აღქმის ტესტის დადებითი შეფასების მისაღებად საჭიროა 10 წუთის განმავლობაში სამივე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა.

თუ მოქალაქემ აღნიშნული ფერთა აღქმის ტესტი ვერ ჩააბარა, მან უნდა წარადგინოს სამედიცინო ცნობა ფორმა 100, ე.წ. "ფსიქო".

თეორიული გამოცდა შედგება 30 კითხვისგან, აქედან აუცილებელია 27 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა. ამ გამოცდისთვის დათმობილია 30 წთ.

პრაქტიკული გამოცდა ტარდება ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე, რომელიც არის იზოლირებული და გამოცდების მისაღებად შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი მყარსაფარიანი ტერიტორია. ტერიტორიებს, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებზე პრაქტიკული გამოცდების ჩასატარებლად, გააჩნია 6 ელემენტი, რომელთა სწორად გაკეთების შემთხვევაში გამოცდა ითვლება ჩაბარებულად. ეს ელემენტებია:

  1. ბოქსი ”უკუსვლით შესვლისათვის"
  2. ზიგზაგი
  3. საგაბარიტო შესვლა
  4. რვიანი
  5. აღმართი
  6. პარკირება