მარენგოს ბრძოლა
| მარენგოს ბრძოლა | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ნაპოლეონის ომების ნაწილი | |||||||
მარენგოს ბრძოლა, ლუი-ფრანსუა ლეჟენის ნამუშევარი |
|||||||
|
|||||||
| მხარეები | |||||||
| საფრანგეთი | ავსტრია | ||||||
| მეთაურები | |||||||
| ნაპოლეონ ბონაპარტი | მიხაელ მელასი | ||||||
| ძალები | |||||||
| 28 000 | 28 500 | ||||||
| დანაკარგები | |||||||
| 2 000 დაღუპული 3 600 დაჭრილი 900 ტყვე |
4 500 დაღუპული 8 000 დაჭრილი 7 000 ტყვე |
||||||
მარენგოს ბრძოლა — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ნაპოლეონის არმიასა და ავსტრიის არმიას შორის მეორე კოალიციის წინააღმდეგ საფრანგეთის ომის (1798-1801) დროს.
1800 წლის 14 ივნისს, სოფელ მარენგოსთან ალექსანდრე სუვოროვის იტალიაში ლაშქრობის შემდეგ ავსტრიამ დაიპყრო ჩრდილოეთ იტალია, ფრანგებმა კი შეინარჩუნეს მხოლოდ გენუა, ბონაპარტმა შვეიცარიაში ფარულად მოუყარა თავი არმიას სენ-ბერნართან, ალპები გადალახა მოულოდნელად იტალიაში შეიჭრა 2 ივნისს. მილანი დაიკავა და ავსტრიის არმიის კომუნიკაციებს მიადგა. ავსტრიელებმა 4 ივნისს გენუა დაიბრუნეს, 14 ივნისს მარენგოსთან ჭარბი ძალებით ფრანგებს შეუტიეს და უკან დაახევინეს. ბრძოლის ველზე გენერალ ლუი შარლ ანტუან დეზეს 2 დივიზიის მოსვლამ ბრძოლის ბედი ფრანგების სასარგებლოდ გადაწყვიტა. ავსტრიელები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ ჩრდილოეთი იტალია დაეტოვებინათ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 433, თბ., 1983 წელი.