მარგერიტ ლონგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარგერიტ ლონგი (ფრანგ. Marguerite Long; დ. 13 ნოემბერი, 1874, ნიმი — გ. 13 თებერვალი, 1966, პარიზი) — ფრანგი პიანისტი და პედაგოგი. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში. 1906-1940 ამავე კონსერვატორიის პედაგოგი (1920-დან პროფესორი). დააარსა ფორტეპიანოზე დაკვრის კერძო სკოლა, სადაც მრავალი თვალსაჩინო პიანისტი აღიზარდა. იყო გ. ფორეს, კლოდ დებიუსის, მ. რაველისა და მისდამი მიძღვნილი მთელი რიგი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი. 1943 ჟ. ტიბოსთან ერთად დააწესა პიანისტთა და მევიოლინეთა კონკურსი (1946-იდან მარგერიტ ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის პიანისტთა და მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსი). 1955 წელს გამოდიოდა მოსკოვში. ლონგი პარიზისა და მოსკოვის კონსერვატორიების საპატიო პროფესორი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]