მარგარეტ მიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარგარეტ მიდი

მარგარეტ მიდი (ინგლ.: Margaret Mead; დ. 16 დეკემბერი, 1901, ფილადელფია - გ. 15 ნოემბერი, 1978, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კულტურის ანთროპოლოგი, 1960 და 1970-იანი წლების ამერიკის საზოგადო ცხოვრების მოვლენების კომენტატორი და აქტივისტი. ის იყო, როგორც თანამედროვე ამერიკულ და დასავლურ კულტურაში ზოგადად ანთროპოლოგიის პოპულარიზატორი, ასევე დამსახურებული აკადემიური ანთროპოლოგი. მისი რეპორტაჟები სამხრეთ ოკეანიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტრადიციული კულტურების შეხედულებებზე სექსის მიმართ 1960-იანი წლების სექსუალური რევოლუციის ერთგვარი კატალიზატორი გახდა.[1]

დაიბადა კუოკერის[საჭიროებს წყაროს მითითებას] ოჯახში, ფილადელფიაში. მამამისი უორტონის ბიზნესის სკოლის პროფესორი იყო, დედა კი — სოციოლოგი, რომელიც იტალიელ იმიგრანტებთან მუშაობდა. 1923 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში; 1924 წელს იქვე მაგისტრის დისერტაცია დაიცვა. 1925 წელს კვლევის მიზნით გამეგზავრა პოლინეზიაში, სამოაზე, სადაც ადგილობრივ საზოგადოებაში ბავშვთა და მოზარდთა სოციალიზაციის პროცესზე მნიშვნელოვანი მასალა შეაგროვა. 1926 წელს პოლინეზიიდან დაბრუნების შემდეგ ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში (ნიუ-იორკი) კურატორად დაიწყო მუშაობა. 1929 წელს კი კოლუმბიის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მარგარეტ მიდი როგორც კულტურის კომენტატორი. მარგარეტ მიდი: ადამიანის ბუნება და კულტურის ძალა. აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 2008-03-08.