მარაციალეები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მარაციალეები | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Marattiales | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
მარაციალეები (Marattiales), მცენარეთა რიგი გვიმრების კლასისა. მათი ღეროს ნაწილი ხორცოვანი ფესვებით მიწისქვეშაა ჩამალული. ფოთლები (სიგრძე 4-6 მ) ფრთისებრ რთულია, იშვიათად მარტივი. სპორანგიუმები ფოთლის ქვედა მხარეზე ვითარდება და უმრავლესობაში ურთიერთშეზრდილ სინანგიუმებს ქმნის. მარაციალეები მრავლდებიან სპორებით. რიგი შეიცავს ერთ ოჯახს (Marattiaceae), რომელშიც გაერთიანებულია 200-მდე სახეობა. იზრდებიან ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში, იშვიათად - სუბტროპიკებში. მარაციალეები გვიმრანაირთა ძველი ჯგუფია. ნამარხი ფორმები ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ზოგიერთის ღერო და თანაფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს და იჭმება. დიდტანიანი მარაციალეები დეკორატიულია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6. გვ. 429, თბ., 1983