მარაოფრთიანები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მარაოფრთიანები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Strepsiptera | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
მარაოფრთიანები (Strepsiptera), მწერების რიგი. ახლოს დგანან ხეშეშფრთიანებთან, მაგრამ მათგან განსხვავდებიან რედუცირებული წინა ფრთებით, რომელიც საბზუალედ აქვთ გადაქცეული. მცირე ზომის მწერებია (2-2,5 მმ). ფუტკრების, კრაზანების, ბაღლინჯოების და ჭიჭინობელების შინაგანი პარაზიტებია. ცნობილია 170-მდე სახეობა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული. მამალი მარაოფრთიანები თავისუფლად ცხოვრობენ, სწრაფად დაფრინავენ. მათი უკანა ფრთები მარაოსებურად იკეცება. დედალი მასპინძლის სხეულში ცხოვრობს. კვერცხებიდან დედლის სხეულში ვითარდებიან მატლები, ე.წ. ტრიუნგულინები, როლებიც ახალ მწერს ასნებოვნებენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 6, გვ. 428, თბ., 1983
სტატიის