მარამბიჯი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე მარამბიჯი |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 1485 კმ |
| აუზის ფართობი | 81 629,68 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ავსტრალიის ალპები |
| ჩაედინება | მურეი |
| ქვეყნები | |
მარამბიჯი (ინგლ. Murrumbidgee River) — მდინარე ავსტრალიიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მურეის მარჯვენა შენაკადი. წარმოადგენს ახალი სამხრეთ უელსისა და ფედერალური ტერიტორიის მთავარ მდინარეს. სიგრძე 1485 კმ,[1] აუზის ფართობი დაახლ. 81 629,68 კმ².[2] სათავე აქვს ავსტრალიის ალპების ჩრდილოეთ შტოქედებზე, მიედინება ვაკეზე. მთავარი შენაკადია მდინარე ლაკლანი (მარჯვ.). მარამბიჯზე აშენებულია წყალსაცავი და ჰესი. წყლის საშუალო ხარჯი ქალაქ ბალრანალდთან 77 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად. წვიმების დროს სანაოსნოა ქალაქ უოგა-უოგომდე, მშრალი სეზონების დროს ზოგჯერ შრება.
ადგილობრივი აბორიგენების ენაზე, მარამბიჯი ნიშნავს „დიდ წყალს“.[3][4]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Nomination of Lower Murrumbidgee Catchment for UNESCO's HELP Pilot Demonstration Status by CSIRO
- Murrumbidgee River Flows recorded by NSW Water
- River pilot maps 1880-1918 / Echuca Historical Society
- Snowy Flow Response Monitoring and Modelling
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Longest Rivers. Geoscience Australia. წაკითხვის თარიღი: 3 აპრილი 2009.
- ↑ Economics - Murrumbidgee River. Australian Natural Resources Atlas. Department of the Environment, Water, Heritage and the Arts. წაკითხვის თარიღი: 3 აპრილი 2009.
- ↑ Geographical Names Register Extract: Murrumbidgee River. Geographical Names Register (GNR) of NSW. Geographical Names Board of New South Wales. წაკითხვის თარიღი: 2008-06-08.
- ↑ Room, Adrian (2003). Placenames of the World. McFarland, გვ. 246. ISBN 0786418141.