მარადმწვანე კვიპაროზი
| მარადმწვანე კვიპაროზი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Cupressus sempervirens | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
მარადმწვანე კვიპაროზი (Cupressus sempervirens) — 20–25 მეტრი სიმაღლისა და 50–60 სმ დიამეტრის ხეა, ცილინდრული ან პირამიდული ვარჯით. სამშობლო მცირე აზია, ჩრდ. ირანი, კვიპროსი. ვინაიდან მისი კულტურის გავრცელებას ისტორიული ფესვები შორეულ წარსულში აქვს, ამიტომ ბუნებრივი არეალის საზღვრების ზუსტი საზღვრების დადგენა შეუძლებელია. საქართველოში იგი გავცელელბულია უხსოვარი დროიდან. გვხვდება როგორ დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
მარადმწვანე კვიპაროზი სწრაფას იზრდება, გვალვაგამძლეა, იტანს დაბალ ტემპერატურას, ნიადაგს არ უყენებს დიდ მოთხვნას, ურიგდება ქვიან, კირიან, მშრალ მსუბუქ ნიადაგებს. ჭარბტეტნიან სველ ნიადაგზე ხანმოკლე სიცოცხლით ხასიათდება. კარგად იზრდება ღრმა ნოყიერ ნიადაგებზე. კარგად იტანს კრჭას.
მრავლდება თესლით, კალმით და მყნობით.
მერქანი მეტად ძვირფასი აქვს სურნელოვანი, მჩატე, გამძლე მიწასა და წყალში, კარგად მუშავდება და ჩინებულია ავეჯის წარმოებაში.
სტატიის