მაჟაურა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მაჟაურა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Zauzera pyrina | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მაჟაურა (Zeuzera pyrina), პეპელა მერქნიჭამიასებრთა ოჯახისა. აზიანებს ფოთლოვან მცენარეებს, განსაკუთრებით ვაშლს, იფანს, მსხალს, კომშს. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება ევროპის ნაწილის სამხრეთით და შორეულ აღმოსავლეთში. პეპელას სიგრძე 5-7 სმ აღწევს, თეთრი ფრთები და მუქი ლურჯი ლაქები აქვს. დებს 600-1000 კვერცხს. ახალგამოჩეკილი მატლი იჭრება ყლორტებში, აკეთებს სავალს და იზამთრებს. გაზაფხულზე გადადის მსხვილ ტოტებსა და ღეროში და ახლა იქ გამოიზამთრებს. მე-3 წლის გაზაფხულზე ამზადებს გამოსასვლელ ხვრელს და ჭუპრდება. მაჟაურას ერთი თაობა ორწლიანია. მაჟაურას მიერ დაზიანებული ხეები სუსტდება და ხმება.
ბრძოლის ღონისძიებანი: დაზიანებული ტოტების გასხვლა,ფოსფორ-ორგანული პრეპარატების შესხურება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გოდერძიშვილი გ., ქსე, ტ. 6, გვ. 425, თბ., 1983
სტატიის