მაჟარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჟარა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ბაიასებრნი
სახეობა:  მაჟარა
ლათინური სახელი
Thalictrum buschianum

მაჟარა (ლათ. Thalictrum buschianum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა (ზოგიერთი ავტორი გამოყოფს დამოუკიდებელ მაჟარასებრთა ოჯახს). მისი ღეროს სიმაღლე 25—150 სმ აღწევს, აღმამდგომი და თანაბრად შეფოთლილია. აქვს ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი მუქი მწვანე ფოთოლი, რომლის ფოთოლაკები მომრგვალებულია ან მომრგვალო-კვერცხისებრია. ყვავილებს მომწვანო-მოწითალო სანექტრეები აქვს.

კავკასიის ენდემია. გავრცელებულია საქართველოს ყველა რაიონში. იზრდება ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]