მანიტობა (ტბა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მანიტობა (Manitoba) — ტბა კანადის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ნელსონის აუზში. ფართობი 4,7 ათასი კმ², სიღრმე 20 მეტრამდე. წარმოადგენს დიდი მყინვარული ტბის — აგასისის ნაშთს. მდინარე დოფინით უკავშირდება უინიპეგის ტბას. მდიდარია თევზითა და წყლის ფრინველით. ტბის სამხრეთ ნაპირზე არის ორინთოლოგიური სადგური.
სტატიის