მანდრაგორი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანდრაგორი
Mandragora officinarum
Mandragora officinarum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი
გვარი: მანდრაგორი
ლათინური სახელი
Mandragora
დაცვის სტატუსი

მანდრაგორი (Mandragora), მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი უღერო ან მოკლეღეროიანი ბალახია. აქვს დიდი (80 სმ სიგრძის და 60 სმ სიგანის) ფოთლები, მომწვანო-თეთრი, ცისფერი ან იისფერი ყვავილები და დიდი ნარინჯისფერი ან ყვითელი კენრა ნაყოფი. მისი მსხვილი სწორი ფესვები ზოგჯერ ადამიანის სხეულს ემსგავსება (ძველად ალბათ ამიტომ მიაწერდნენ ხოლმე მანდრაგორს მაგიურ ძალას და მასთან ბევრი ლეგენდაც იყო დაკავშირებული). გვარში 5-6 სახეობაა, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა და შუა აზიაში, ჰიმალაის მთებში. ზოგი მანდრაგორის ფესვი, ნაყოფი და თესლი შეიცავს ალკალოიდ ჰიოსციამინს, სკოპოლამინს და სხვას. ზოგჯერ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იყენებენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 406, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე