მანდა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანდა
მშობ. სახელი: ინგლ. Manda

ტაკვეს ნანგრევები
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 02°16′00″ ს. გ. 40°58′00″ ა. გ. / 2.26667° ს. გ. 40.96667° ა. გ. / -2.26667; 40.96667
კენიის დროშა კენია
პროვინცია სანაპირო პროვინცია

მანდა (ინგლ. Manda) – მცირე კუნძული კენიაში, მიეკუთვნება ლამუს არქიპელაგს. XIX საუკუნის დასაწყისში მოსახლეობამ მიატოვა კუნძული წყლის უკმარისობის გამო. კუნძულზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. 1970 წელს კენიის ხელისუფლებამ კუნძულზე გადაიტანა და დაამონტაჟა წყლის რეზერვუარები წვიმის წყლის მოსაგროვებლად, რათა მოსახლეობისათვის დაბრუნების საშუალება მიეცათ. დღესდღეობით კუნძულის მოსახლეობა მისდევს სოფლის მეურნეობას. კუნძულზე შენდება აეროპორტი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული მატერიკისგან და არქიპელაგში შემავალი კუნძულებისაგან გამოყოფილია ვიწრო სრუტეებით. კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი ქვიშიანია, სამხრეთი – ჭაობიანია. კლიმატი ეკვატორულია, დამახასიათებელი კენიის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროსათვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაკვეს ნანგრევების კარიბჭე

კუნძულს აქვს რამდენიმე მოხერხებული ყურე, ამის გამო გამოიყენება, როგორც პორტი ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან. ყველაზე უფრო ცნობილი დასახლებაა მანდა და ტაკვე.

მანდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მანდის ნანგრევები აღმოაჩინა არქეოლოგმა ნევილ ჩიტიკმა 1965 წელს. შეფასების მიხედვით ქალაქის აყვავების ხანა მოიცავს X-XIII საუკუნეებს, რის შემდეგაც ქალაქი დაეცა. ქალაქის მოსახლეობა აღემატებოდა 3,5 ათ. მაცხოვრებელს.

ტაკვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსულმანური დასახლება კუნძულის სამხრეთ ნაწილში. დაარსდა დაახლ. 1500 წელს და მიტოვებულ იქნა დაახლ. 1700 წელს. ნანგრევები ცნობილი გახდა 1951 წელს ჯეიმზ კირკმანის მიერ. 1982 წელს ტაკვე გახდა კენიის ეროვნული ძეგლი.

XIX საუკუნის გვალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული უკანსასკნელმა მაცხოვრებელმა მიატოვა XIX საუკუნეში. 1890 წლიდან კუნძული იჯარით აიღო ინგლისის აღმოსავლეთ-აფრიკულმა კომპანიამ.

კუნძული კენიის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული კენიის შემადგენლობაში შევიდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1963 წელს.

ამჟამად მანდა მეზობელ კუნძულ ლამუს უკავშირდება ბორანით.