მანდარინები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანდარინები
ჟანრი დრამა
რეჟისორი ზაზა ურუშაძე
პროდიუსერი ივო ფელტი, ზაზა ურუშაძე
სცენარის ავტორი ზაზა ურუშაძე
როლებში ლემბიტ ულფსაკი, მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ელმო ნიუგანენი
კომპოზიტორი ნიაზ დიასამიძე
ოპერატორი რეინ კოტოვი
მხატვარი თეა თელია
კინოსტუდია Allfilm
გამოსვლის თარიღი 2013
ხანგრძლივობა 1:25:00
ქვეყანა ესტონეთი, საქართველო
ენა ესტონური, რუსული, ქართული
საიტი: Facebook გვერდი

მანდარინები (ესტ. Mandariinid) — რეჟისორ ზაზა ურუშაძის მიერ კინოსტუდია „Allfilm-ში“ 2013 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი. მთავარ როლებში: მიხეილ მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი და ელმო ნიუგანენი. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე, ასევე ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. სოფელში ორი მოსახლეღა შემორჩა. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ ერთ-ერთი ესტონელი, ივო სახლში შეიფარებს სიკვდილის პირას მყოფ მტრებს: დაჭრილი ქართველი მოხალისე მეომარსა და დაქირავებულ ჩეჩენ ბოევიკს. აღმოჩნდება, რომ ესტონელი ივოს შვილი ომის დაწყებისას ქართველების ხელით დაიღუპა.

როლებში[რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება]

„მანდარინები“ ქართულ-ესტონური პროექტია, რომელიც ევრიმაჟის დახმარებით შეიქმნა. დაფინანსების დიდი ნაწილი ესტონურმა მხარემ გაიღო და ოქროს გლობუსსა და ოსკარებზე მისი ნომინირების უფლებაც თავად დაიტოვა.

ჯილდოები[რედაქტირება]

ფილმი გახდა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი ნომინაციის — „საუკეთესო რეჟისურისა“ და „აუდიტორიის ჯილდოს“ გამარჯვებული.[1] ასევე მიიღო ესტონეთის კინოჟურნალისტთა ჯილდო, მანჰაიმ-ჰაიდელბერგის საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებეთლა პრიზი, აუდიენციის ჯილდო ეგვიპტეში[2]ფილმი ესტონეთმა წარადგინა ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიისათვის.[3] საბოლოოდ, ფილმი მიიღო ნომინაციები ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის[4], ასევე ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე[5].

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]